LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრება ხდებოდა, ისეთი ამაყი ვიდექი სცენაზე“ – ხვიჩა მაღლაკელიძის მხიარული ინტერვიუ ლაშა რამიშვილის გადაცემაში

7
xvicha-maglakelidze

Ardaidardo.Ge
„ღვინო, დუდუკი, ქალების” სტუმარი ვირტუოზი გიტარისტი და მომღერალი ხვიჩა მაღლაკელიძე იყო, სტუმარმა პირდაპირ ეთერში არაერთი სიმღერა ტრადიციულად გიტარის თანხლებით შეასრულა, გადაცემის მიწურულს კი ხვიჩა მაღლაკელიძისა და გოჩა იაშაღაშვილის დუეტის პრემიერა შედგა

ლაშა:

დიდი მადლობა ხვიჩა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკის მიუხედავად გამონახე დრო და ჩვენთან მოხვედი.

ხვიჩა:

მადლობა მე უნდა გითხრა იმისათვის, რომ ყოველთვის გახსოვარ, ან როგორი მასპინძლობა იცი და როგორი დახვედრა, შლაგბაუმის გახსნა იყო საოცარი, მე ძველი 1651 წელს გამოშვებული მანქანა მყავს ”დაიჰაცუ”, მოფერებით დაიხოცეს ვეძახი, ნაწილები ძვრება რომ დავდივარ, დღეს რომ მოვადექი შლაგბაუმს დავურეკე ლაშას, მიქვრება მანქანა ჩქარა გახსენით შლაგბაუმი მეთქი. ჩემო ლაშა, ერთი იდეა მაქვს და მინდა თბილისის მოსახლეობას მოვახვიო თავს. ვისაც ძველი გამონაბოლქვიანი, შავ ორთქლიანი და კვამლიანი მანქანა ჰყავს, გთხოვთ მოიშოროთ თავიდან, სანამ კატალიზატორის რეგულაციები დაწყებულა. მე ვაპირებ მოვიწვიო ყველა ტელევიზია და რადიო და ჩემს ”დაიჰაცუს” ქართული ტანკი ”დიდგორი” გადავატარო.

როგორ ხარ, როგორია შენი დატვირთული გრაფიკის ამბავი?

ეს გრაფიკი რომ არ იყოს მე ალბათ მოვკვდები, ვაკვირდები ყოველ ზაფხულს როცა არაფერი საქმე არ მაქვს, ცუდად ვხდები, ვეძებ მუდმივად თავგადასავლებს.

„ჩხიკვთა ქორწილმა“ თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ თქვა ”ბლექსი არენაზე”, მოგვიყევი როგორი იყო სამზადისი, დარბაზისი სრულად სავსე იყო?

დარბაზი გადატენილი იყო, ვერ გაიგებდი როგორი ფერისაა სკამები „ბლექსი არენაზე“, არ ველოდით ამდენ ხალხს, გურიაში საკუთარი ჯორკოთი თუ მოვიდოდა მაყურებელი ნამდვილად არ მეგონა. საოცრება ხდებოდა, ისეთი ამაყი ვიდექი სცენაზე. მე ჩემი პატარა როლით, სამი გამოსვლა მქონდა როგორც წრუწუნას, ჩემი საწრუწუნო ვიწრუწუნე. ციებ–ცხელება იყო მომზადების პერიოდის 3 თვე, ყოველდღიური რეპეტიციები, დაემთხვა ზაფხული, რთული იყო ყველას თავმოყრა, დისტანციურადაც კი ვრეპეტიციობდით. ძალიან დიდი სცენაა, გჭამს და გყლაპავს ეს სცენა, თან როდესაც არ არის დეკორაცია და ეკრანზე გადის ანიმაცია, რთულია არ დაიკარგო, შენი სათქმელი თქვა და სუფსისკენ რომ ზის ბოლო მაყურებელი იმანაც დაინახოს შენ რას აკეთებ. ტვინი დავასხით სამი თვე ამას და კონცერტის დღე იყო თავიდან ბოლომდე შვება, არავინ არ ვნერვიულობდით, იმდენად გამჯდარი გვქონდა ყველაფერი აი, საცივს რომ მეორე დღეს სუნელები გაუჯდება ისე. აღსანიშნავია, თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში ჩვენ მონაწილეებმა მივიღეთ საოცარი სიამოვნება, არაერთ ხელოვანს უთქვამს „თუ შენ არ გსიამოვნებს, მაყურებელს ვერ ასიამოვნებ”.

დღეს სიმღერის პრემიერა გვაქვს, მაგრამ სანამ სიმღერას მოვისმენთ სატელეფო ჩართვა გვაქვს გერმანიიდან, გოჩა იაშაღაშვილია ხაზზე…

როგორ ხარ გოჩა?

კარგად, მაგრამ უკეთ ვიქნები ახლა თქვენთან ერთად რომ ვიყო და არა გერმანიაში. აქ ისეთი რეჟიმია ძალიან მიჭირს ჩემს ნებაზე წასვლა წამოსვლა, ყოველთვის არ გამოდის.


მოგვიყევი სიმღერაზე…

სიმღერა ჩემია, ტექსტი, მუსიკა, არანჟირება… გიტარა ხვიჩამ დაუკრა. მესამე დუეტია ჩემი და ხვიჩასი, იმედია ეს ბოლო არ იქნება, კიდევ გაგრძელდება და ტრადიცია არ დაირღვევა

ხვიჩა:

ირაკლი ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა ეს სიმღერა, იქვე დაბალანსდა, გაკარგდა და გაუკეთესდა. გოჩა, შენი ხმის გაგონება ისე მიხარია, სულ გეწერინებოდეს ჩემო ძმაო სიმღერები, ლამაზი ლექსები და არასოდეს ჭაღარა არ შეპარვოდეს შენს მუსიკას და შენს ხელოვნებას. ძალიან მიყვარხარ, ძალიან მეძვირფასები, მიხარია, რომ პატარა ლამაზი ოაზისი შექმენი გერმანიაში.

როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

გოჩა:

ამ სიმღერის შექმნის ისტორიაზე მინდა მოგიყვეთ, ხვიჩა ხუმრობით მამაო გოჩას მეძახის და რომ გადავხედე ამ ცხოვრებას ყველაფერი ფული ხომ არ არის მართლა, სიყვარული, კაცობა, ქალის პატივისცემა , ძმობა, დიდი, პატარა, მეგობრობა, ადამიანობა… რამდენი რაღაცაა და უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი ხურდავდება ფულზე, მე ძალიან მეძნელება ამის ყურება. ჩვენს მსმენელს მინდა ვთხოვო ტექსტს მოუსმინონ ყურადღებით, იქნებ დავიბრუნოთ ძველი კარგი ფასეულობები რაც გვქონდა. ალეგორიული სიმღერაა, რომელშიც მწარე სიმართლე დევს და ალბათ მიიღებს მაყურებელი ისე, როგორც არის.

დიდი მადლობა გოჩა, ხვიჩა.

 

გოჩა იაშაღაშვილი & ხვიჩა მაღლაკელიძე – იყო არა იყო რა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

ხვიჩა მაღლაკელიძე – ოსური (კომპოზიცია). Live

ხვიჩა მაღლაკელიძე. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები