საინტრესო ციტატები ღვინოზე

ღვინო საქართველოს გარდა სხვა მრავალი კულტურის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია – ღვინო როგორც ღმერთების სასმელი , ჯილდო და სასჯელი.სხვადასხვა ეპოსსა და დროში მის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა,შესაბამისად არსებობს მრავალი გამონათქვამი და ლექსიც – ამ გადაცემაში ყველაზე ცნობილ ციტატებს მოვიყვანთ -მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

– ღვინო და მეგობრობა თუ ძველი არ არის გროშადაც არ ღირს.

– სილამაზე სიკეთის გარეშე დაძმარებულ ღვინოს გავს – ვინც სვავს, არ იცის ღვინის მავნებლობის შესახებ, ვინც არ სვავს არ იცის მისი დადებითი მხარის შესახებ.

– ღვინო – მიტევებაა. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.

– ღვინოში მეტი ხალხი იხრჩობა, ვიდრე წყალშიო;

–  ღვინომ თქვა ჭიჭინაურმა: უცეცხლოდ წამოვდუღდები, ჭკვიანსა კაცთან ბრძენი ვარ, გიჟ კაცთან წამოვგიჟდები;

– ღვინო მუნჯს ენას ამოადგმევინებს და ბრძენს დაამუნჯებს.

– ვინც სვამდა, ისევ იმას სწყუროდაო.

– ღვინით გალახულს, ჯოხით გალახული ჯობიაო;

– ღვინო გართმევს გონებასაც და ქონებასაცო;

– ღვინომ კასრი გახეთქა და კაცს რას უზამსო;

– ღვინოს დაუმეგობრდები და ნამუსს დაემშვიდობებიო.

– ღვინოს, სასმელს ის ვერ სვამს, ვისაც არა აქვს და არც არავინ ასმევსო ;

– ღვინოს მოიაზრება ვითარცა ღვთის ძღვენი, ხოლო ლოთობა, მემთვრალეობა –ვითარცა ღვთის სასჯელი.

– ქალი, ვით ღვინო კეთილშობილი,

როს თავს ევლები, უფრო კარგდება!

და თუ არ უვლი, არის ცნობილი

ქალი – ავდება, ღვინო – ძმარდება ;

– და ყველაზე ცნობილი – ღვინოში არის ჭეშმარიტება.