LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რევაზ შანიძე და მეგობრების“ სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოში“

9
revashanidzedamegobrebi

„ღვინო დუდუკი ქალების” სტუმარი „რევაზ შანიძე და მეგობრები“ იყვნენ, გადაცემის ფარგლებში მათი ახალი ნაუშევრის „წამოკრული“ პრეზენტაცია შედგა

რეზიკო, მოგვიყევი როგორ მოხდა თქვენი შედუღაბებადა შეერთება და გაგვაცანი შენი მეგობრები?

ეს მუსიკის, კონკრეტულად ხალხური სიმღერის ბრალია, თავიდან ტრიო შევიკრიბეთ, გურული სიმღერების გასაკეთებლად, შემდეგში ტრიომ გაბევრებული სახე მიიღო და 7-8 ადამიანამდე მივედით, რომლებმაც ქართული ხალხური სიმღერის გეზიც და ქალაქური სიმღერების გემოც გავიგეთ და ასე მოვდივართ 2012-2013 წლიდან დღემდე.

გაგაცნობთ ჩვენი ტრიოს წევრებს: ბატონი რომან მოსეშვილი პირველი ხმა და ბანი საბა ცხადაძე. დიდ დროს თანაშობს ჯიში და ჯილაგი, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნის ამბავი მაინც თბილისიდან დაიძრა, გურული პოლიფონია მწვერვალია ქართული სიმღერის, რომელმაც განსაკუთრებით გაგვიტაცა და გვიტაცებს დღემდე და არც დასრულდება, რადგან იმდენი ჩანაწერი და ვარიანტი არსებობს, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია.

რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

ასეთი გეგმა გვაქვს, საპრეზენტაციოდ ვემზადებით გაზაფხულისთვის, გაერთიანებული ვართ ბავშვთა ანსამბლთან, დიდების თაობა ცალკეა და ბავშვთა ანსამბლის თაობა ცალკე, პრეზენტაციაზე დიდები დიდების რეპერტუარს წარმოვაგდენთ, ბავშვები საბავშვოს.

მომავალ თაობას ჭეშმარიტი ქართული მუსიკის გზაზე აყენებთ, მოგვიყევი ამის შესახებ?

ძაან მაგარი პროცესია, იმხელა ინტერესი მოდის ბავშვებისგან, რომ მუდმივად ფორმაში უნდა იყო, შორეული გუნდია, 9 გოგოა და 5 ბიჭია, ვაპირებ გოგოების და ბიჭების გუნდის გაკეთებას, ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს დეკანოზი დავით შარაშენიძე, რომელიც უფასოდ გვაძლევს სტუდიას, რახან ეკლესიასთან არსებულია, ასევე ხელს გვიწყობს „ამერ იმერი” და „მთიების” სტუდია, ხელი გვეწყობა ყველანაირად, აქ არის მთავარი შემოქმედება, ფინანსური ინტერესი მეორეხარისხოვანია.

რევაზ შანიძე და მეგობრები „წამოკრული” საიდან დაიწყო ეს ამბავი და როგორ გაგრძელდა?

პირველ რიგში, ფილმი „შერეკილები”, საიდანაც შემოვიდა ჩემში ეს მუსიკა, ფილმის კომპოზიტორი გახლავთ ჯანსუღ კახიძე და გია ყანჩელი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით ხმოვანდება ეს ფილმი. საინტერესო ფაქტია, რომ ჩანაწერში ჯანსუღ კახიძე პირველ ხმას მღერის და ბანს ანზორ ერქომაიშვილი ემღერება. თურმე ბატონი ჯანო ანზორთან მისულა და უთქვამს ბოდიში, ერთხელ გაკადრებ და მეტი აღარ, აგერ ნოტები, გადახედე, ისწავლე, შემდეგ დახიე და რა ვარიანტიც გინდა გააკეთეო. იმის შემდეგ საკუთარი ვარიანტები დაამღერა ანზორმა, რაც ჩანაწერშიც ნათლად ჩანს და მეც რახან გურულ სიმღერას ვმღერი, გავკადნიერდი და ჩემს მეგობრებთან ერთად თავს ასეთი ექსპერიმენტის უფლება მივეცი. ფილმის ყურება არ მბეზრდება, ამ ფილმს ყოველდღე არ უნდა უყურო, რომ არ გაგიუბრალოვდეს, ძალიან საინტერესოა წიგნის ვერსიაც, ბევრი ისეთი სასაცილო მომენტია რაც ფილმში ვერ მოხვდა.

ეს ჩანაწერი უპირველეს ყოვლისა ვახტანგ კახიძესთან მივიტანე, მოისმინა, მითითებები მომცა, გავასწორეთ ეს დეტალები და გასწორებული სახით იქნება პრეზენტაციაზე წარმოდგენილი. ამ საქმეში მთელი არმია დამიდგა გვერდში, გიორგი გაბუნია, შოთა ნინიძე, ილია ჯღარკავა, გიორგი მანოშვილი, შალვა ჯაჯანიძე, გიორგი ცერცვაძე, ბენდის წევრები არიან პაატა გაბუნია, ლევან დარასელია და ნიკოლოზ ჭელიძე. კომპოზიციას ქვია ”წამოკრული”, ხალხმა განსაჯოს.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ…

 

რევაზ შანიძე და მეგობრები – წამოკრული

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

 

რეზო შანიძე და მეგობრები – მივალ გურიაში. Live

რეზო შანიძე და მეგობრები. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები