LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ვაზის უძველესი ჯიშები

177
georgian-qvevri-01

ქართული ვაზის უძველესი ჯიშების მოძიება – შესწავლა დიდი ხანია მიმდინარეობს და დღესაც აქტიურად გრძელდება. დამაბრკოლებელია ის გარემოება, რომ ჯიშების გარკვეული რაოდენობა გადაშენდა, ან დაკარგა თავისი დამახასიათებელი თვისებები და თავდაპირველ აღწერებს აღარ პასუხობს. დღეისათვის 500-ზე მეტი აბორიგენული ვაზის ჯიშია აღწერილი და რაოდენობის მიხედვით, მას კონკურენტი არ მოეძებნება.

როდესაც ვსაუბრობთ ჯიშთა გამოყვანის ისტორიულ ტერიტორიებზე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონში განსხვავებული გეოკლიმატური პირობები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვაზის ჯიშების ფუნქციურ მხარეს, თუ გარეგნულ იერს. აქედან გამომდინარე, სხვა რეგიონსა თუ პირობებში გადატანილი ეს თუ ის ჯიში , ხშირად იცვლის მისთვის დამახასიათებელ თვისებებს და ახალ ადგილზე არსებულო ჯიშებს ემსგავსება.

ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომების მიხედვით,იქ, სადაც ვაზი ხარობდა და ვენახს აშენებდნენ – ბარი იყო, სადაც ვაზი ვერ ხარობდა – ის უკვე მთას განეკუთვნებოდა. ბარშიც გაკრვეული კლიმატური  ზონებია და ვაზის ჯიშებიც ამის მიხედვით ყალიბდებოდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვაზს მისი ჯიშისთვის უჩვეულო პირობების გამო განსხვავებული სახისა და თვისებების ყურძენს ისხამდა.

ვაზის სახელები ისტორიულად არის ჩამოყალიბებული და მათში ჩადებულია მეტად მრავალფეროვანი აზრი, უშუალოდ ყურძნის გარეგნობისა და მისი სხვადასხვა თვისების წინ წამოწევით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ უმეტესობის ეტიმოლოგია ვერ დგინდება.

ზოგიერთი ყურძნის სახელი მიღებულია ფერის მიხედვით: რქაწითელი, ძელვაში, საფერავი, ფერადი, მწვანე, ჭრელყურძენა, ყურწითელა, წითლიანი, ოქროს ყურძენი,თეთრი თავკვერი, შავთითა, შავყურძენა და სხვა.

ყურძნის მოყვანილობისა და გარეგნობის მიხედვით შერქმეული სახელებია:  განჯური, ოჟიური თეთრი, არაგვისპირული, გორულა, კასპური, კახურა, შონური ( სვანური ), კლარჯული, გავაზური, შირაზული, დიღმური, ქველოური, ადანასური,რცხილათუბანი.

ყურძნის მტევნის დამახასიათებელი ნიშნის მიხედვით შერქმეული სახელებია: კუმსი, მცვივანა, საკმელა, თხლაფა, ბუერა, ვაზი, მჭვარტლა, კნაწუნა, ყუნწმაგარი.

გარდა ამისა, პოპულარული ვაზის ჯიშებია: ბუდეშური,ხიხვი, ალადასტური,ცოლიკოური, ჩხავერი,ოჯალეში, ალექსანდროული და ხავერდული.

მომზადებულია წიგნის მიხედვით : “ქართული ღვინის კულტურა” 2016წ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები