LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი და ღვინო

8
FB_IMG_1550041514204

ჩხეტიანების საგვარეულო  მარანი მდებარეობს ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის რაიონის ცნობილ მიკრო ზონაში სოფელ ტვიშში, ხვამლის მთის  ძირას.

ოჯახი 1000 ძირ  ვაზს ფლობს, რომელიც  დამსახურებული აგრონომი ბაბუისგან – სერგო ჩხეტიანისგან ერგო მემკვიდრეობით , ხოლო 700 ძირი ვაზი  თავად მეღვინემ – არცმეტი არც ნაკლები , ქალბატონმა მირანდა ჩხეტიანმა გააშენა, ვენახს მირანდა ოჯახის დახმარებით საკუთარი ხელით უვლის და აწარმოებს  ტვიშის ცოლიკოურს.

ვენახის მოვლა ხდება ორგანული და ბიოდინამიური მეთოდებით. ღვინო  ქვევრებში ბუნებრივად დუღდება, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მოგეხსენებათ, ტვიში ცნობილია როგორც ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, თუმცა  2018 წლის მოსავლის ნაწილი  ქვევრის გარეშე დაადუღა,  შედეგად  მშრალი ღვინო მიიღო.

ღვინოს ჭაჭის გარეშე, კლასიკური სტილით აყენებს, რომელიც ქვევრში დაახლოებით  ხუთი, ექვსი თვის განმავლობაში ჩერდება რის შემდეგაც ხდება გადაღება სხვა  ქვევრებში. ლეჩხუმში  ტრადიციულად ღია მარნები აქვთ, სასმელის საუკეთესო შედეგისთვის კი მირანდა ჩხეტიანი ფაქტობრივად  თავად უქმნის კლიმატს ღვინოს – ამბობენ ღვინოს როგორი ადამიანიც წურვას ისეთი ხასიათზე გაყენებსო ,  მშრომელი ქალის ხელით მოყვანილი და დაყენებული ღვინო კი, რომელსაც ეს საქმე საკუთარ თავზე მეტად უყვარს საუკეთესოს გარანტიას იძლევა.

ტვიშში – ჩხეტიანებთან უფრო დიდი სიმძაფრით იგრძნობთ, ქართული სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილი სულს,  დააგემოვნებთ ნატურალურ – სიყვარულით დაყენებულ ღვინოს და ხვამლის მთის ხედებთან ერთად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

ღვინის ბოთლში ჩამოსხმა 2017 წელს მეგობრების დახმარებით დაიწყო , – ანაზღაურების სახით მიღებულმა ვაზის ნერგებმა  ბაბუის გენები გამოაღვიძა მასში და ამ თითქოსდა მხოლოდ კაცებისთვის განკუთვნილ პროფესიას დიდი მონდომებით შეეჭიდა.

ბეჭდავს გაუფილტრავ ბუნებრივ ღვინოს, სამომავლო გეგმებში დახურული  მარნის აშენება შედის. აპირებს ახალი ვაზის გაშენებას და ქვევრების დამატებასაც.

ვინაიდან მეღვინეობის სფეროში     ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს და ცდილობს თავის დამკვიდრებას ჯერ  ჩხეტიანების  ღვინო არ გასულა ექსპორტზე და არც რაიმე სერიოზულ გამოფენაზე მიუღია მონაწილეობა. თუმცა მის დაუჯერებელ ერთგულებაზე ქართული ღვინის და მისი საქმიანობის მიმართ უკვე ყვებიან ისტორიებს გამოცდილი მეღვინეები. მაისში ჩხეტიანების მარანი ჰოლანდიაში  გამართულ გამოფენაზე  მიიღებს მონაწილეობას  სადაც მხოლოდ ქალი მეღვინეების ღვინოები იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნებიდან .

ღვინო რომელიც არ იტყუება „ტვიშის ცოლიკოური”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები