LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ხელფასით ორი ბოთლი კოკა-კოლა მომივიდა – ნიკოლოზ რამიშვილი (დრუპი)

26
drupii

ღვინო, დუდუკი, ქალების” სტუმარი მსახიობი, მენეჯერი, პროდიუსერი ნიკოლოზ რამიშვილი, იგივე დრუპი იყო. გადაცემამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მხიარულად ჩაიარა. სტუმარმა მისი შემოქმედებითი გზა გაიხსენა და სამომავლო გეგებიც გაგვანდო.

საიდან დაიწყო შენი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები?

1993 წელი იდგა, სუსხიანი ზამთარი იყო მახსოვს და იბერვიზია” პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია გაიხსნა, მაშინ თეატრალურში ვსწავლობდი, ჩემს კურსელ გოგოებს გადაცემას  ვუფორმებდი მუსიკალურად, იქ გადავეყარე ჩემი ჭკუის ხალხს, შონზოს, შალვა რამიშვილს, გოგა ხაჩიძეს, კახა ბუხრაშვილს და გადაცემა პარანოია” გავაკეთეთ. შემდეგ გადავინაცვლეთ რადიო 105-ში, შემდეგ 202-ში და არ გამოგვიტოვებია არც ერთი ტელევიზია. უნდა ითქვას ისიც, რომ ცარიელი ნიშა იყო, მაგრამ აზრი არ ქონდა კეთებას, რადგან არც ფული იყო და არც სპონსორი, ახალგაზრდები ვიყავით და სუფთა ენთუზიაზმზე ვაკეთებდით ყველაფერს. იბერვიზიის” პირველი ხელფასით მომივიდა 2 ბოთლი კოკა-კოლა. 3 კვირის ჩამოსხმული იყო ქართული კოკა-კოლა და 1400 კუპონი ღირდა, ხელფასი 2900 კუპონი ავიღე, 100 კუპონი დამრჩა.

ვიცი რომ მელომანი ხარ, ვინ იყო შენი პირველი მენტორი მუსიკაში?

მუსიკათმცოდნეობაზე ვერ დავდებ თავს, რაც მიყვარს ის ვიცი, ჯაზი, ბლუზი, კლასიკა. ჩემი პირველი მენტორი იყო მამაჩემი, ჭეშმარიტი ბითლომანი”, მან და მისმა მეგობარმა თამაზ გოშაძემ ერთად გამიკეთეს ბითლზის” კრებული კასეტაზე და აი იქ დავავადდი ბითლზით”, ამით დავიწყე და დღემდე ვრჩები ბითლომანად”.  ქართულს რაც შეეხება, დღემდე ჩარჩენილი ვარ 50-იანი წლების ქართულ მუსიკაში, გეპეის კვარტეტი”, ორერა”… 50-იანი წლებიდან საქართველოში ქართული ესტრადა დაფუძნებული იყო ჯაზზე, 60-70-იან წლებში კლასიკური როკი გამოჩნდა და ეს ფანოღი როდის შემოვიდა და საიდან გამოჩნდა არ ვიცი…

ძალიან ბევრი პროექტია შენს ანგარიშზე და რამდენიმე ფილმიც…

სამ წელზე მეტი არ გავჩერებულვარ არც ერთ პროექტში, ასე გამოვიდა. ხუთი მხატვრული ფილმიც შემიძლია დავასახელო, პირველ რიგში ყველაზე მატად რითიც ვამაყობთ რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 1″ და რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2″, შემდეგ იყო ხუთი ნახვით შეყვარება”, ასევე საახალწლო მიუზიკლი და სარვამარტო ფილმი გავაკეთეთ, ბოლოს იყო რობინზონი და ცხრა პარასკევა”.

როლები სერიალებში და  შენი და შონზოს დუეტი…

როდესაც საშუალო ასაკის მამის როლის შემსრულებლის ძებნა დავიწყეთ, რომელიც ლოთობს და  დოღრიალა კაცია, აღმოჩნდა რომ ამ ასაკში ყველა მართლა ლოთობს და მათი ნდობა არ შეიძლება. ჩემებმა მითხრეს, რომ ბარემ აგერ ხარ, შენ თვითონ ითამაშეო, ცოტა გავიპრანჭე, მაგრამ საბოლოოდ შეიქმნა გრანდიოზას და ვასილიჩის დუეტი.

როგორია სამომავლო გეგმები?

მუშაობა მიმდინარეობს ქართულ სრულმეტრაჟიან ანიმაციაზე, პირობითი სათაურით სათაგური”, ვაჟა ფშაველას მოტივებზეა და ასევე 3D მულტთფილმი ელოდებათ ჩვენს პატარებს საშობაოდ.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნიკა რამიშვილი (დრუპი). ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები