LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთ ჩინებულ ღვინოს სვამენ, როგორსაც არსად არავინ“

44
420-harvest-0409-420x0

ქართულ ღვინოზე მითებსა და ლეგენდებს მრავალი საუკუნეა ჰყვებიან,

და ყველა მათგანი ახლოსაა რეალობასთან, მრავალი მოგზაურისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის მონაყოლს საბოლოოდ ერთი  ფრაზა გასდევს ლაიტმოტივად, რომ ქართველები ისეთ ჩინებულ ღვინოს სვამენ, როგორსაც არსად არავინ“ .

– ღვინის ხარისხი და თვისებები ვენახზეა დამოკიდებული და ვენახიდან იწყება,

ქარხნული ღვინო და ოჯახური მარანის ღვინო აბსოლიტურად განსხვავდება ერთმანეთისგან,

ნატურალური ღვინო არ ნიშნავს ხარისხს,  საბოლოო რეზულტატი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული დაწყებული ჯიშებიდან დამთავრებული ადგილმდებარეობით, ამინდით და ტექნოლოგიით რომელსაც მეღვინე მისდევს.

 

    • ამრიგად, ვენახისა და ყურძნის მართებული მოვლა-მოყვანა, სწორი და დროული რთველი მაღალხარისხიანი ღვინის მიღების საწინდარია. რთვლისთვის არჩევენ , მზიან ამინდს. უმჯობესია, ყურძენი იკრიფება დილით, მაშინ, როდესაც ნამი გაშრება.
    • ყურძნის დასაკრეფად თუნუქის ან სხვა რკინის ჭურჭლის გამოყენება მიზანშეწონილი არ გალხავთ, რადგან ამ დროს ყურძნის ტკბილი “მდიდრდება” თუთიითა და რკინით. საუკეთესო ვარიანტია მოწნული გოდრები, ხის ყუთებია რასაც ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იყენებდნენ.
    • დაწურვის შემდგომი ეტაპი ძალზე მნიშვნელოვანია  კარგი ღვინის მისაღებად – ეს გახლავთ  დუღილის პროცესი. ოპტიმალურ პირობებში იგი დაახლოებით 7-14 დღე გრძელდება (მძაფრი და წყნარი დუღილი). შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის დროს დაშვებულ შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება და ხშირად საქმე ღვინის გაფუჭებით მთავრდება.  დუღილის პროცესი მუდმივ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს.
    • ღვინის კარგი ხარისხის მისაღებად, დუღილის პროცესმა თანაბრად და შეუჩერებლად უნდა ჩაიაროს.
    • ახლად დადუღებული ღვინის ჭურჭელი ბოლომდე უნდა გადაივსოს, ხოლო ღვინო თავდაპირველად ხშირად უნდა გადაიღონ, მაგრამ, მაგალითად, კახურ, ქვევრში ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოს ზოგ შემთხვევაში თავისსავე ჭაჭაზე ადრე გაზაფხულამდეც კი ტოვებენ, რასაც, რა თქმა უნდა, აქვს დადებითი მხარეები: ვინაიდან ქვევრში ღვინო ჭაჭასთან დიდხანსაა შეხებაში, მიმდინარეობს ღვინის ბუნებრივი სტაბილიზაცია და ფერის დაწმენდა, რასაც ქარხნულ პირობებში ესაჭიროება გაწებვა (რომელიც ემსახურება ღვინის გაწმენდას),
    • ღვინის შენახვისას ძალზე მნიშვნელოვანია დაბალი ტემპერატურა; ამისათვის ზამთრის პირველი სიცივეები ძალზე ხელსაყრელია ღვინისთვის
    • ღვინის გადაღების ზუსტი, დადგენილი დრო და ინტენსივობა არ არსებობს. ღვინო იმდენჯერ უნდა გადაიღონ, რამდენჯერაც იგი ამას მოითხოვს. ოჯახურ პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია ასევე, გოგირდის დროული და ზომიერი გამოყენება დეზინფექციისათვის.

                    

  • ღვინის სადუღარ თუ შესანახ ჭურჭლად ძირითადად გამოიყენებენ კასრებს, ქვევრებს, მინისა და უჟანგავ თუ ემალირებულ ჭურჭელს. ოჯახურ პირობებში _ ძირითადად ქვევრებს, კასრებსა და მინის ჭურჭელს იყენებენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები