LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჩა იაშაღაშვილი: ვიფიქრე, მაინც და მაინც ინგლისური თემით რატომ უნდა მივულოცოთ ქართველებმა ერთმანეთს დაბადების დღე, მოდი, ქართულს შევქმნი- მეთქი…

28
გოჩა-იაშაღაშვილი

12 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ხვიჩა მაღლაკელიძე და გოჩა იაშაღაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ახალი ერთობლივი სიმღერის, „დაბადების დღე“ პრემიერა შედგა.

ვისაუბროთ თქვენს ერთობლივ ახალ სიმღერაზე, „დაბადების დღე“ , როგორია ამ ნამუშევრის ისტორია?

გოჩა: ძალიან მინდოდა, რომ ჩვენი დუეტი ყოფილიყო მისალოცი ბარათი ხალხისთვის. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ჩემი და ხვიჩას ხმები ყველა ოჯახში ძალიან ხშირად გაჟღერებულიყო. ვიფიქრე, მაინც და მაინც ინგლისური თემით რატომ უნდა მივულოცოთ ქართველებმა ერთმანეთს დაბადების დღე, მოდი, ქართულს შევქმნი, რომ ასე მიულოცონ ქართველებმა ერთმანეთს-მეთქი. მე თვითონ გავუკეთე არანჟირება, ორი ინსტრუმენტი გია მაჭარაშვილმაც დაუმატა ზევიდან. ჩავწერეთ ირაკლი ქაცარავასთან.

ხვიჩა: რაც მთავარია, უნისექს სიმღერაა, შეგიძლია ქალსაც მიულოცო და კაცსაც. გადავიღეთ ვიდეო ვერსიაც, ოღონდ დისტანციურად, რადგან გოჩა გერმანიაში იყო.

გოჩა: ვიდეო ჩემს „იუთუბ“ არხზე დევს.

გოჩა, როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

გოჩა: მინდა, რომ ზაფხულის ბოლოს ჩამოვიდე. მე და ხვიჩას კიდევ გვექნება რაღაც გადასაღები. დუეტი „დედამიწა მრგვალია“ უნდა გადავიღოთ.

ხვიჩა, მოგვიყევით თქვენს საბავშვო სტუდიაზე.

ხვიჩა: სტუდია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან აქ არ არის ჯგუფური მუშაობა, მაგალითად, როდესაც 100 ბავშვი მღერის ჯგუფში, აქ 2-3 ბავშვი ზის. ერთი პატარა მოკრძალებული სტუდია გვაქვს. ძალიან კარგი გარემოა. ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს, 10:00-დან 22:00 საათამდე სტუდიაში ვზივარ. ისეთი საყვარელი და კარგი თაობა მოდის, იმდენად მონდომებულები არიან.

რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს?

ხვიჩა: 10-11 წლიდან ზევით.

 

გოჩა იაშაღაშვილი & ხვიჩა მაღლაკელიძე – დაბადების დღე

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები