LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინო, რომელშიც რაჭის სურნელი იგრძნობა

20
18077266_1276808712433238_1599575255169936534_o

„კერესელიძეების მარნის“ ისტორია წინა საუკუნეებიდან იწყება და დაახლოებით
200 წელს ითვლის. თუმცა, ბაზარზე განახლებული ფორმით და გასაოცარი რაჭული
ღვინით სამი წელია რაც გამოჩნდა.
დამფუძნებლები, მეგობრები, მარკეტოლოგი ილია მენაბდე და აპოლონ კერესელიძე
არიან.
უნდათ რაჭის სურნელს აზიარონ დანარჩენი სამყარო და მათი წილი საქართველო
ღვინით გამოხატონ.

ამბობენ, რომ ყველა ოჯახში, ერთი და იმავე ჯიშისგან
დაწურული ღვინო განსხვავებული ხასიათის გამოდის, რადგან ყველა მეღვინე,
რაღაც მხრივ, საკუთარ ემოციებს გადასცემს მას.


დღეისათვის სამი სახეობის ღვინოს აწარმოებენ: წითელი – ალექსანდროული-
მუჯურეთული; რაჭული მწვანე-თეთრა და რაჭული მწვანე. სამივე სახეობის
ღვინო მშრალია. კერესელიძეები ღვინო ისეთივე ძველია როგორც მათი გვარის
ისტორია.


ვენხები გაშენებულია ხვანჭკარის მიკროზონაში – ორი სოფლის, ძრაგეულისა და
სადმელის შესაყართან, მზიან ფერდობზე. ვენახი ტრადიციული წესით იწამლება –
შაბიამნისა და კირის ნაზავით. მათ უარი თქვეს ყოველგვარ სხვა ქიმიკატზე. ეს
გაცილებით შრომატევადია, მაგრამ შედეგი ამართლებს და ბოთლებიც თაროებიდან
და მარნიდან ჩამოსხმისთანავე ქრება, შესაბამისად გაჩნდა სტიმული და საჭიროებაც
ახალი სახეობის დამატების.


რაც შეეხება ღვინის დაყენების მეთოდს: თეთრი ღვინის ფერმენტაცია ხდება
უძველეს საწნახელში, მხოლოდ ამის შემდეგ ისხმება იტალიურ კასრებში, შემდეგ
კი ბოთლებში. წითელი ღვინის ფერმენტაცია კი, პირდაპირ კასრებში ხდება. ყველა
შემთხვევაში ფერმენტაცია მიმდინარეობს დურდოზე – ტრადიციული წესით.
წითელი მშრალი, – ალექსანდროული-მუჯურეთული ხასიათდება ალუბლის და
ბლის ჯუშური არომატებით; თეთრში კი, სხვადასხვა ხილის არომატები ნაზად
ერწყმის ერთმანეთს.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კერესელიძეების ღვინო გაუფილტრავია, სწორედ
ამან და ტრადიციული წესით ვაზის მოვლამ განაპირობა ამერიკელი მომხმარებლის
დაინტერესება მათი ღვინით. – ორი წლის წინ სრულიად დაუგეგმავად და
შეზღუდული რაოდენობით, „კერესელიძეების მარანი“ შტატებში გავიდა
ექსპორტზე,მათი წილი საქართველო და რაჭული სურნელი ამერიკაში დღემდე
იგრძნობა წულუკიძის თეთრას, რაჭული მწვანეს და ალექსანდროული –
მუჯურეთულის წყალობით.


წულუკიძის – თეთრა – თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანე
(40%), რაჭული (წულუკიძეს) თეთრას (40%) და ცოლიკოურის (20%) ჯიშის
ყურძნისაგან აპოლონ კერესელიძეს მარანში. ღვინო ხასიათდება ხილის არომატებით.

გამორჩეულია მწიფე ატმის არომატი, გემოზე ხალისიანია. ალკოჰოლი
12,5 %. შენახვის ტემპერატურა +12-16 გრადუსი, ჩამოსხმულია 500 ბოთლი. 2017
წლის მოსავალი. რეკომენდირებულია მიირთვათ ბოსტნეულის სალათებთან
ერთად, ღვინის ტემპერატურა 12-14 გრადუსი.


რაჭული მწვანე – თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია რაჭული მწვანე (100%)
ჯიშის ყურძნისაგან, აპოლონ კერესელიძეს მარანში. ღვინო ხასიათდება ხილის
არომატებით, გემოზე ხალისიანია. ალკოჰოლი 12,5 %. შენახვის ტემპერატურა +12-
16 გრადუსი, ჩამოსხმულია 150 ბოთლი. 2017 წლის მოსავალი. რეკომენდირებულია
მიირთვათ თევზეულთან ერთად, ღვინის ტემპერატურა 14 გრადუსი.

ალექსანდროული – მუჯურეთული – წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია
ალექსანდროულის (40%), მუჯურეთულის (45%) და საფერავის (15%) ჯიშის
ყურძნისაგან აპოლონ კერესელიძეს მარანში. ღვინო ხასიათდება მკვეთრი მწიფე
შავი ბლის არომატით. ალკოჰოლი 15 %. შენახვის ტემპერატურა +12-16 გრადუსი,
ჩამოსხმულია 500 ბოთლი. 2017 წლის მოსავალი. რეკომენდირებულია მიირთვათ
შემწვარ ქათმის ხორცთან ერთად, ღვინის ტემპერატურა 14-16 გრადუსი.
სასურველია დალევამდე 40-60 წუთით ღვინის აერაცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები