LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინისა და ყველის ჰარმონია

54
french-wine-french-cheese

სწორად შერჩეული ღვინო თქვენს სადილსა თუ ვახშამს  დაუვიწყარს გახდის – ეს ის სასმელია, რომელიც თითქმის ყველაფერს უხდება და წინა პლანზე სწევს წამყვან არომატებსა და გემოებს.

– ნებისმიერ  მოყვარულს თუ ჰკითხავთ რასთან ერთად დააგემოვნებდა ღვინოს, უმრავლეს შემთხვევაში პასუხად მიიღებთ ერთს და ეს ყველია.

ამ ორი პროდუქტის ტანდემზე მრავალი თეორია არსებობს,  ბოლო პერიოდში ექსპერტებმა ყველა მოსაზრება უარყვეს წითელ ღვინოზე და თვლიან, რომ ყველს თეთრი ღვინო ბევრად უხდება, რადგან ბევრად რბილია და წითელ ღვინოსთან შედარებით მსუბუქიც.

ხოლო წითელი ღვინო მძაფრი გემოს გამო ახშობს ყველის არომატებსა და თვისებებს.

მთავარი პრინციპია –  არ შევუხამოთ ცხიმიანი რბილი ყველი,  წითელ ღვინოს.

ღვინისა და ყველის წარმატებული შეხამება მათ ბალანსზეა დამოკიდებული და არა მათ კონტრასტულობაზე.

ამბობენ რომ ერთიდაიგივე  რეგიონის  ღვინო  და ყველი საუკეთესოდ ეხამება ერთმანეთს. ასეა ქართული ღვინისა და ყველის შემთხვევაშიც.

მაგალითად : თუშურ ალპურ საძოვრებზე დაბადებულ გუდის ყველს ტრადიციული, კახური წესით ქვევრში დაყენებული რქაწითელი, ქისი, საფერავი, კახური მწვანე და ჩინური უხდება.

ამ ტიპის ღვინოებში ტანინების მაღალი შემცველობა, ყველის მარილიან გემოსა და მკვეთრ არომატს ანეიტრალებს.  ხვანჭკარა  და ქინძმარაული კი  მესხურ  ტენილ ყველთან შეგიძლიათ მიირთვათ.

თხის ყველს  და როზეს ერთად არანაკლები  შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ.

მეგრულ  ცნობილ სულგუნთან ცოლიკოური ან ციცქა საუკეთესო გამოსავალია. საქონლის სულგუნს კი გვიანი მოსავლის  ღვინო  მშვენიერ პარტნიორობას გაუწევს.

შებოლილს  წითელი ღვინოები უხდება  მაგალითად : შავკაპიტო,  ალექსანდროული, საფერავი და ოცხანური საფერე.

იმერულსა და სულგუნს მსუბუქი მშრალი ღვინოები ეხამება,მაგალითად : ციცქა-ცოლიკოური და  „წინანდალი“, ახალ, ჭყინტ ყველებთან ყველაზე კარგად ქართული ვარდისფერი ღვინოები წავა, საფერავიდან, თავკვერიდან ან ალადასტურიდან მიღებული, ასევე ჩხავერი.

დამბალხაჭოს რომელიც  ბოლო პერიოდში საოცარი პოპულარობით სარგებლობს კახური მწვანე და საფერავი მოუხდება.

დაძველებულ და დასავლურ ყველს (რაჭულს, ზემო იმერულს და გურულს) ძალიან უხდება  რაჭული თეთრა,  რაჭული ციცქა და ცოლიკოური.

ქართული ცქრიალა ღვინოები კარგი აპერიტივია – შესაბამისად სხვადასხვანაირ ყველებთან მადის აღსაძვრელად გამოგადგებათ.

თუმცაღა  მთავარ  და გადამაწყვეტ როლს მაინც ინდივიდუალური გემოვნება თამაშობს. ეცადეთ და თავად აღმოაჩინეთ სასურველი ღვინისა და ყველის ტანდემი, ამ შემთხვევაში რისკი გამართლებულია, რათა საუკეთესო შედეგამდე მიხვიდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები