LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინისა და საახალწლო კერძების შეხამება

28
wine_lg
ახალი წლის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება კერძებისა და სასმელის შეხამების საკითხი.ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, შესაბამისად ღვინოც სხვადასხვა სახეობის გვესაჭირეობა.
  ზოგი საკუთარ მარანში დაყენებულ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას,ზოგი სადღესასწაულოდ მხოლოდ ცქრიალა ღვინით შემოიფარგლება – საცივი ყველა ოჯახში მზადდება,მაგრამ ყველა ღვინოს ვერ მოიხდენს, კარგი იქნება თუ საცივს ძლიერ ხასიათიან რაჭულ, გურულ, მეგრულ, იმერულ ცოლიკაურთან ან ქვევრის კახურ ღვინოსთან ერთად მიირთმევთ- იმ ღვინოებთან რომელიც მაღალმჟავიანობით და ინტენსიური სურნელით გამოირჩევა.
მოხარშულ დედალთან შედარებით ძლიერი თეთრი ღვინოები მიდის, მაგალითად ცოლიკოური, კრახუნა , ასევე ჩინური.
ბაჟეს,ხარჩოსა და ნიგვზიან კერძებს ქისიდან და კახური მწვანესგან დაყენებული ღვინო შეუხამეთ.
ყაურმაზე რა თქმა უნდა ყველაზე ძლიერი და მაღალგრადუსიანი საფერავია რეკომენდირებული, ზოგადად სხეულიანი – ძლიერი სტრუქტურის ღვინოები.
ვაზის ფოთოლში გახვეულ ტოლმას, კარგი იქნება თუკი შედარებით კახურ ღვინოებს მივაყოლებთ მაგალითად მაღალმჟავიან საფერავს.
ასტროლოგების რჩევით საახალწლოდ შემწვარ გოჭზე უარი უნდა ვთქვათ და თუ ასტროლოგიის მიმდევარი არ ხართ და მაინც დამშვენებთ ამ კერძით სუფრას ვარდისფერი ან ლალისფერი ღვინო მოუხდება – ზედგამოჭრილია აჭარული ჩხავერიც.
რაც შეეხება თევზისგან მომზადებულ კერძებს – თეთრი ღვინო მოუხდება.
ნამცხვრებსა და მსუბუქ ტკბილეულს ნახვერად ტკბილი ღვინოები შეუხამეთ -რაჭული ხვანჭკარა გამორჩეულად გემრიელს გახდის დესერტს.
რაც შეეხება ტრადიციულ ჩურჩხელას,გოზინაყს და ჩირებს- ტანინიანი ღვინო უხდება,ასევე მუსკატი და თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოები.
ნამცხვრებისა და ჩაროზისთვის განკუთვნილი ღვინოები სასურველია შეგრილებული მიირთვათ.
საუკეთესო შემთხვევაა, თუკი  ერთ ღვინოსა და ერთი სახეობის კერძს შევახამებთ – ამ ფორმულით ვიღებთ სრულიად ახალ, გემოსა და სურნელს.
გილოცავთ შობა – ახალ წელს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები