LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზაფხულის კვირტები” – გიორგი წერეთელმა და ლაშა რამიშვილმა „არ დაიდარდოს” ეთერში ექსპრომტად სიმღერა დაწერეს

17
wereteligiorgi

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები” სტუმარი მომღერალი გიორგი წერეთელი იყო. ლაშამ და გიორგიმ პირდაპირ ეთერში, მსმენელთან ერთად სიმღერა შექმნეს რომელსაც „გაზაფხულის კვირტები” დაარქვეს.  

გიორგი წერეთელი:

ცხოვრების დინებას მივყვები, ყველა ჩემი სიმღერა ემოციაა. ამ ბოლო დროს იმდენი საქმეა, რომ ვერ ვახერხებ დავწერო სიმღერა, დღეს კი, აი აქ და ახლა შენთან ერთად მინდა დავწერო სიმღერა. როდესაც მეკითხებიან როგორ წერ სიმღერებსო, ვპასუხობ, რომ მე არ ვწერ, უკვე დაწერილია და ღმერთი გვირიგებს. სიმღერის სახელწოდებაც მოვიფიქრე უკვე, წეღან მანქანით რომ მოვდიოდი ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს, დავინახე ხეზე კვირტები გამოსულა და სიმღერასაც ასე დავარქვათ გაზაფხულის კვირტები”.

გიორგი: გაზაფხულდა გული მხიარულია

ლაშა: მომენატრე, ეს ხომ სიყვარულია

გიორგი:შენზე ფიქრი გაზაფხულის ბრალია

ლაშა:რომ მიყვარხარ სულ ყველაზე ძალიან

მისამღერი:

გაზაფხულის კვირტები, გაზაფხულის კვირტები

შენი ეშხით აჟღერდება გული

მინდა იასამნებით, ვარდებით და იებით

მოგილოცო ჩვენი სიყვარული

შენი მზერა ჩემთვის არე მარეა

ეს ქვეყანა უშენობით მდარეა

მოგეფერო ამ ცხოვრების აზრია

შენი კოცნა ო, როგორი ნაზია.

მისამღერი:

გაზაფხულის კვირტები, გაზაფხულის კვირტები

შენი ეშხით აჟღერდება გული

მინდა იასამნებით, ვარდებით და იებით

მოგილოცო ჩვენი სიყვარული

დღეს გვაქვს შენი და ნინი შერმადინის დუეტის პრემიერა, მოგვიყევი საიდან გაჩნდა იდეა?

სიმღერას ქვია მიდიან” და ეძღვნება ყველა შეყვარებულს. არანჟირების ავტორია დავით დავიდოვი, მასტერინგი გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის,  მუსიკა ჩემია. პრემიერა ექსკლუზიურად და ტრადიციულად არდაიდარდოს” ეთერში გაიმართება.

სატელეფონო ჩართვა – ნინი შერმადინი

ნინი, მოგესალმებით, როგორ ხარ, მოგვიყევი გიორგი წერეთელთან დუეტის შესახებ?

მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს, მე და გიორგი დიდი ხანია ვმეგობრობთ, მოულოდნელად დამირეკა, სიურპრიზი გამიკეთა, სიმღერა მაქვს და ერთად უნდა ჩავწეროთო. ეს სიმღერა სპეციალურად ამერიკაში მისი სოლო კონცერტისთვის  ჩაიწერა, თანაც დისტანციურად. ძალიან ლამაზი სიმღერაა, სიყვარულზეა, პოზიტიურია, ვფიქრობ ჩვენი ტემბრი ძალიან მოუხდა ერთმანეთს. ძალიან სპონტანურად დაიგეგმა გიორგის კონცერტი, ქართველ ემიგრანტებში გამოკითხვის მეთოდით გადაწყდა, ბილეთები უკვე გაყიდულია და ბრუკლინში ერთ ერთ პრესტიჟულ რესტორანში ქართველი მომღერლის კონცერტი გაიმართება, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. ასევე რადიოში ელოდებიან გიორგის ინტერვიუსთვის, ვლად არამოვს მიყავს კავკასიური გადაცემა. მადლობა ემიგრანტებს და მადლობა ყველას ვინც გვერდში დაგვიდგა.

გიორგი, მოგვიყევი შენი გასტროლის შესახებ, რომელიც უკვე გქონდა და ასევე 17 მაისის ამბავი გაგვანდე?

ამ ბოლო დროს სოციალური ქსელი ააფეთქა ქალაქურმა ჰანგებმა, თამრიკო რობაქიძის და გულიკო გურგენიძის შესრულებით. ძალიან აქტუალურია და ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ მათი საღამო გაგვეკეთებინა. მონატრებული ჰანგების და ჭეშმარიტი ქალაქური სიღერების საღამო იქნება,  ჩვენი შოუ ბიზნესის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გვექნება.

ძალიან ბევრი მთხოვს სიმღერის დაწერას, ალბათ ისეთი გულით იწერებოდა ძალიან ახლოს იყო ხალხთან. ახალი სიმღერებიც შეიქმნა, მაგალითად ბედნიერი ვარ” უკვე გაჰიტდა. მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან ვიყავი ისრაელში, გეორგიადაზე” სადაც უდიდესი სითბო მივიღე და პირველად მოხდა ისე, რომ მე ჩამაბარეს ამ ღონისძიების წაყვანა. მადლობა დავით ეფრანაშვილს, რომელიც ქართულ სულს დიდ პატივს სცემს. არაჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის

 

გიორგი წერეთელი და ნინი შერმადინი – მიდიან

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

პირდაპირ ეთერში დაწერილი სიმღერა! გიორგი წერეთელი & ლაშა რამიშვილი – გაზაფხულის კვირტები. Live

 

გიორგი წერეთელი – იები. Live

 

გიორგი წერეთელი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები