LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებული საჩუქარი – ღვინო

31
26167353_422800884806592_5132983605930398283_n

“ნიამორი”-ის ისტორია იწყება ასე და ამგვარად ორი მეგობარი, გიორგი ბოჭორიშვილი და ზაზა გელაშვილი რომლებიც ძირითადი საქმიანობის გარდა მეღვინეობით იყვნენ გატაცებული  გაერთიანდნენ საერთო მიზნის გარშემო, რომ შეექმნათ საკუთარი ღვინის ბრენდი  სტანდარტული მიზნებით, როგორიცაა: ღვინის და მეღვინეობის ტრადიციების გაცნობა მსოფლიოსთვის, მაღალხარისხიანი პროდუქტის შექმნა, ტურისტული ლოკაციის მოწყობა და ასევე ღვინო გამხდარიყო  N 1 სასაჩუქრე სასმელი, იქიდან გამომდინარე, რომ დღესაც უპირატესობა ამ მიმართულებით მაინც სხვა ალკოჰოლურ სასმელს ენიჭება.

როდესაც ბრენდირებამდე მივიდნენ   გადაწყვეტილებას მიღება გაუჭირდათ –   სურდათ დასახელებაც და ბრენდის გამოსახულებაც ყოფილიყო მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ ბრენდს და ვიზუალს  საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონოდა ღვინოსთან, მევენახეობასთან და ზოგადად მეღვინეობასთან. უამრავი დაწუნებული ვერსიის და არ მოწონებული ნიმუშის შემდეგ,  დიზაინერთან ერთად მიაღწიეს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ტაძრის ბარელიეფზე გამოსახულ ნიამორის გამოსახულებას, რომლის მინაქრით დიზაინში დამუშავებამ მოგვცა ეს შედეგი – ნიამორი.

პარალულურ რეჟიმში აღმოაჩინეს ტექნოლოგია, რომელიც საქართველოსთვის  სიახლე იყო და რომელიც გულისხობს ღვინის ბოთლების გრავირებას, მინის ჭრას (არა ლაზერით) და შემდგომ უკვე ხელით მოხატვას; რეალურად მათი პროდუქტი  თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია , რაც ფაქტობრივად მათი მიზანიც გახლდათ.

შესაბამისად აღნიშნული მიდგომით შეძლეს  ღვინის ბოთლი თავისი შიგთავსით გაეხადათ პერსონალიზირებული ადრესატისთვის და ეს ყველაფერი ყოფილიყო ძალიან მაღალი ხარისხით შესრულებული

ასევე აქვთ შეფუთვების მრავალფეროვანი არჩევანი და ოთხი ზომის ბოთლი.

ნიამორი აწარმოებს  ხუთი სახეობის ღვინოს: საფერავი (ქვევრის და კლასიკური), რქაწითელი (ქვევრის და კლასიკური), წინანდალი, ქინძმრაული და ხვანჭკარა

ნიამორის მცირე ზომის მარანი მდებარეობს კახეთის რეგიონში, ვენახები სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ აქვთ  შესაბამისად ხდება ყურძნის შეძენა. ნიამორი ფლობს ასევე  საამქროს თბილისში სადაც ხდება აღნიშნული ტექნოლოგიით უკვე ჩამოსხმული ბოთლების გრავირება და შემდგომ უკვე მიწოდება ადრესატებთან მთელი საქართველოს მაშტაბით.

ამ ეტაპზე  ორი პროექტი შევიდა ძალაში: საგურამოს მარნის მშენებლოდა და ქართლში, კასპის რ-ნის სოფ. თელიანში მარნის გაფართოვება, იქ უკვე დაიწურა ჩინურის პირველი მოსავალი, რომელიც სულ მალე მოხვდება დახლებზე.

ნიამორი გთავაზობთ დამატებითი  მომსახურების სერვისიც, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური პირების და კომპანიების მოთხოვნის მიხედვით ბრენდინგს, ასევე სხვა ღვინის კომპანიების მიერ მათივე სასურველი ვიზუალების ღვინის ბოთლზე გრავირებას და მოხატვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები