LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა მინდა მივუძღვნა ჩვენს გმირებს, რომლებიც სამშობლოს შეეწირნენ” – ტატო გოდერძიშვილი

189
5-3-1024x683

„ღვინო დუდუკი ქალების” სტუმარი ტატო  გოდერძიშვილი იყო, მან გადაცმის ფარგლებში შემოქმედებით გზაზე და 13 ივნისასდმი მიძღვნის საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრა. პირდაპირ ეთერში შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი სიმღერის პრემიერა გაიმართა.

შეგიძლია გვითხრა როდის გამოჩნდი პირველად ასპარეზზე, ვიცი რომ ძალიან ბევრი პირველი ადგილი გაქვს და ბევრი გრანპრი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, თუმცა ჯერ გვითხარი ტრამპლინი საიდან იყო ?

ჩემი საუბარი და სიმღერა თითქმის ერთდროულად დაიწყო, მაშინ ვიყავი 4 წლის და 1984 წელს მქონდა უკვე ბედნიერება, რომ რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლ „ლახტში“ მემღერა ბატონ  ლევან ლაზარიშვილთან ერთად. ყველაზე პატარა წევრი ვიყავი, რა თქმა უნდა ბევრი რამ არ მახსოვს, თუმცა, რასაც მიყვებიან ვხალისობ ხოლმე, რადგან საოცარი ისტორიები იყო ჩემს ირგვლივ. 5 წლის ასაკში 1984-ში უკვე  ორი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ორი ოქროს მედლის  მფლობელი ვიყავი, ეს ორივე მედალი მეკიდა გულზე, ალეკო ბერძენიშვილი გამოვიდა კულისებში და ხედავს ამ ჩემს ჩამოკიდებულ მედლებს და მეუბნება, რომ ეხლა მაჩუქეს პატარა მანქანა და თუ გამიცვლიო, მე ვუთხარი რაზეა საუბარი და გავუცვალე ოქროს მედალში. სახლში რომ მივედი დედაჩემი მეკითხება მედლები სადარის შვილოვო და დედა აგერ მანქანა მოვიტანეთქო ვუთხარი, ასეთი ისტორიები მქონდა .

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები