„ეს სიმღერა ჩვენი სავიზიტო ბარათია" - ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი სტუმრად „არ დაიდარდოში"

რადიო დუეტს” მუსიკოსები, დედა-შვილი ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი სტუმრობდნენ, მათ 26 წლის წინ დაწერილი სიმღერის , რომელიც აფხაზეთის ომის პერიოდში შეიქმნა და დღემდე აქტუალურია რადგან საოცარ მუხტს ატარებს, შექმნის ისტორია მოგვიყვნენ და სამომავლო გეგმებიც გაგვანდეს, გადაცემის ფარგლებში ინგა ბერაძის საავტორო სიმღერის პრემიერაც შედგა, რომელიც როგორც ავტორ-შემსრულებელმა აღნიშნა მსუბუქი სასიყვარულო სიმღერაა.

სიმღერა „საბრძოლო”, რომელიც არ კარგავს პოპულარობას და დღემდე მოთხოვნადია, მოგვიყევით ამ სიმღერაზე?

ინგა:

ეს სიმღერა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწერა, 1993 წელს, იმდენი წლის არის რამდენი წელიც გავიდა ომიდან. თურმე ტამიშთან მიდიოდა ბრძოლები, ჩვენი ბატალიონი უკან იხევდა, მაშინ პირველად გადასცეს ეს სიმღერა მოაბმეში და შემდეგ რომ შევხვდით ბიჭებს, გვითხრეს, რომ  3 კილომეტრით წინ წავიწიეთ ამ სიმღერის მოსმენის შემდეგო, საოცარ მუხტს ატარებს. შემდეგ მახსოვს კასეტები იყო მაშინ და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოგვიტანა და გვთხოვა, ისე ჩამიწერეთ რომ დამთავრდება ისევ დაიწყოსო. ეს სიმღერა ჩვენი სავიზიტო ბარათია.ისეთი ემოციით მღეროდა მახსოვს გიგი, გიჟი გადარეული იყო . სიმღერის ავტორი ჩემი მეუღლე დავით გეგელაშვილია, ნახევარ საათში შეიქმნა , ,,მელოდიაში” ჩავწერეთ , მაშინ ეს ერთი სტუდია იყო . ამ სიმღერის არანჟირება კოტე მალანიას , უნიჭიერეს მუსიკოსს ეკუთვნის,  შესავლის თემის ავტორი კი მინდა აღვნიშნო , რომ ავთო შარაშენიძეა.

გიგი:

ძალიან კარგად მახსოვს ომი, ხშირად ბრძოლის ველზეც გვიწევდა სიმღერა, ყველას უკვირდა მაგრამ ინგას მაინც დავყავდი. ჩვენ პირველი დედა-შვილის დუეტი ვართ ვინც  ქართულ სცენაზე გამოჩნდა. მაშინ პატრიოტული სიმღერები იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დიდი მუხტი მოჰქონდა .

დღეს ახალი სიმღერით გვესტუმრეთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საიდან გაჩნდა იდეა?

ინგა:

ბევრი ახალი სიმღერა გვაქვს, ერთი წლის წინ სოლო კონცერტი ჩავატარე, მგონი უკვე დრო იყო, სამი წლიდან ვდგავარ სცენაზე. საიუბილეო წელი გვაქვს, მე 55 გიგის კი 35 წლის იუბილე აქვს სცენაზე დგომის, გვინდა ერთობლივი დიდი კონცერტი ჩავატაროთ. რამდენიმე საავტორო სიმღერაც მაქვს შექმნილი, მაგრამ არ ვაჩენდი ამ დრომე, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ კომპოზიტოტობა რომ დაიჩემო კონსერვატორიის დიპლომი რომ უნდა გქონდეს.

გიგი:

ინგამ გამაკვირვა, რადგან საკომპოზიციო შესაძლებლობები გამოავლინა, ვეხმარებით და რამდენიმე სტუდიური ნამუშევარიც აქვს უკვე.

ინგა:

ახალ სიმღერას რაც შეეხება, მუსიკა ჩემია, შოთა ნიშნიანიძის ტექსტი და ზაზა გოჩიტაშვილის არანჟირება. მსუბუქი, სასიყვარულო სიმღერაა.

როგორია სამომავლო გეგმები?

აქვე დავაანონსებ , რომ შემდეგი თეა ჯინორიას სიმღერის პრემიერა იქნება, ხვიჩა მაღლაკელიძე აკეთებს გიტარით აკომპანიმენტს, საოცარი სიმღერაა ნამდვილად.

მადლობა სტუმრობისთვის, გელოდებით უახლოეს მომავალში უკვე ახალი სიმღერის პრემიერით…

 

ინგა ბერაძე –  მინდა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი – საბრძოლო. Live

 

ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები