LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციად ქცეული ღვინო

41
76727042-114944053303747-6332168544754597888-o

– ღვინო, რომელიც ყველა ემოციას იზიარებს. – – WINE TIES -ის „იდეა“ დაიბადა 2018 წელს, ბევრი ფიქრის შემდეგ თუ რა  საჩუქარი უნდა გაეკეთებინა – მისთვის. ეს სიტუაცია ალბათ ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ მათ შემთხვევაში ის სხვა შედეგით დამთავრდა…

– ფიქრს ღვინო მიშველეს, ღვინომ კი არაჩვეულებრივი იდეა დაბადა: საყვარელ ღვინოზე დატანილი პორტრეტი, რომელშიც მეორე მხარის მნიშვნელოვანი სათქმელი სიტყვების გარეშე გამოხატეს. – ზუსტად ეს იყო მათი ინსპირაცია, პირველი ნაბიჯი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისკენ. – მას შემდეგ 1 წელი გავიდა, სიყვარულმა შექმნა WINE TIES -ი და ახლა ის სხვებს ეხმარება სათქმელის, ემოციებისა და გრძნობების გაზიარებაში. – მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, გამოუცდელობისა და რისკისა, ყველაფერი გამოვიდა და დღეისათვის ვაინ თაისის გუნდი მაქსიამლურად ცდილობს ჩაანაცვლოს სტანდარტული, მობეზრებული ეტიკეტები, წარწერები, ფოტოები და ღვინო აქციოს ერთგვარ მესიჯად, რომელიც ემოციებს იზიარებს და ყველა ადამინს ინდივიდუალურად უდგება. – რაც შეეხება ღვინის სახეობას: ამ ეტაპზე „მესიჯს“ საფერავით აგზავნიან, რომელიც კახეთიდან, კონკრეტულად კარდენახიდანაა. კახურ საფერავს კი ბევრი ქება არ ჭირდება!

– ვაინ თაისი მიზანია პირველ რიგში ჩვენი პროდუქციის გამრავალფეროვნება – სურთ ყველა ყველა ადამიანის გემოვნებას მოერგონ და საუკეთესო ღვინის არჩევანი შეთავაზონ მომხმარებელს – ასევე დაეხმარონ ახალბედა დიზაინერებს და მხატვრებს მათი ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაცნობაში. ამისთვის დაგეგმილი აქვთ კონკურსი, რის შედეგადაც გამარჯვებულის ნამუშევარი განთავსდება ჩვენს ბოთლზე მისი სახელით და გაიყიდება სხვადასხვა ლოკაციებზე. – მოლაპარაკებები მიდის ექსპორტზეც, რათა ფართო საზოგადოებას გააცნონ მათი ეტიკეტებით და ღვინით ქართული კულტურის ელემენტები და რათქმაუნდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან ქართული ღვინის უნიკალურობას!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები