LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მაგარი კონცერტი იქნება, ბათუმელებს რომ ეკადრებათ ისეთი” – მერაბ სეფაშვილი

14
sefashvili-merabi

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი ქალები”, ქართული შოუბიზნესის მეფე, მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელიც ქართულ სცენაზე უკვე 40 წელია დგას. მან საკუთარი კარიერის საწყისებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საიდან დაიწყო მერაბ სეფაშვილის კარიერა?

პირველი ძალიან პოპულარული სიმღრა იყო მოდიოდა თეთრი გოგო”, 1981 წელს. დიდი პოპულარობა სწორედ ამ დროიდან წამოვიდა, მანამდეც იყო საინტერესო რაღაცეები, სხვადასხვა ჯგუფები, სახელმწიფო ორკესტრი რერო”, 75”, ივერია”, როკ ანსამბლი” ერქვა შემდეგ ჩვენს ანსამბლს და ბევრი კარგი ჰიტი შეიქმნა იქ.

ახლახან დაბრუნდით ნიუ-იორკიდან, სადაც სამი კონცერტი გქონდათ, სადაც უზარმაზარი მუხტი მოდის ემიგრანტებიდან, რას შეიძლება ეს შევადაროთ?

პირველ რიგში არის ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, მონატრება, იმ ხალხს უყვარს თავისი ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენში ხედავენ თავის ქვეყანას. ჩემზე ძალიან მოქმედებს, ყველა კონცერტზე პასუხისმგებლობით ვარ მაგრამ იქ განსაკუთრებით. სიტუაციაა ისეთი, ვერ იკავებ თავს, მინდა ყველა მოვიკითხო, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ყველას უნდა სახლში ყოფნა და სახლში ურჩევნია და უნდა ქონდეთ მათ საშუალება საკუთარ ქვეყანაში შექმნან ბევრი კარგი რამ.  ჩვენი ქვეყანა შედგება ძალიან მაგარ ქვეყანად, მე ამის იმედი მაქვს და ამის მჯერა. ახალგაზრდა თაობას ვუყურებ და სხვა სიყვარულის და სითბოს ხალხია, ბევრად განათლებული, აზრიანი, ღია და დიდი იმედი მაქვს მათი.

რას უნდა დაელოდოს მსმენელი უახლოეს მომავალში?

14 აპრილს, ბათუმის მუსიკალურ თეატრში კონცერტია დაგეგმილი, ნატო გელაშვილი, ქართული ხმები” და მე ვიქნები, ძალიან მაგარი კონცერტი იქნება, ბათუმელებს რომ ეკადრებათ ისეთი.

ასევე, საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა კვლავ დავბრუნდე ამერიკაში. ბაგრატიონის ფონდთან”ვთანამშრომლობ, რომელიც ამერიკაში არსებობს და შესაძლოა ჩემი კონცერტები ამერიკისა და ევროპის ქალაქებში დაიგეგმოს.

დიდი მადლობა სტუმრობისთვი…

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მერაბ სეფაშვილი – მთვარეო. Live

 

მერაბ სეფაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები