LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ჯიგრიანი განწყობით დავამღერე ეს ლექსი“ – ზვიად ბოლქვაძის და ნეკა სებისკვერაძის დუეტის პრემიერა

38
neka-sebiskveradze-zviad-bolqvadze

გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალების“ სტუმრები ნეკა სებისკვერაძე და ზვიად ბოლქვაძე იყვნენ, ისინი „არ დაიდარდოს“ ერთობლივი ახალი ნამუშევრით „შემოდგომის სევდა“ ესტუმრნენ და გადაცემის მსვლელობისას რადიო მსმენელები ცოცხალი შესრულებითაც გაანებივრეს.

ნეკა როგორ ხარ?

კარგად, ძალიან დადებითი, პოზიტიური განწყობით, მითუმეტეს, როდესაც მუსიკასთან გვაქვს საქმე, ყოველთვის ამაღლებულია ეს განწყობაც და ჩვენი დღევანდელი მოსვლის მიზეზიც ამ პოზიტიურ განწყობას ამართლებს, რადგან მოვიტანეთ ახალი ნამუშევარი.

ნეკა, ვიცი რომ აქტიურად ხარ მუსიკალურ სფეროში ჩაფლული?

ჩემი დროის ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა შვილებს, შემდეგ კი სამსახურებს, ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ისე მოხდა, რომ მხოლოდ მუსიკით არ ვარ დაკავებული, ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი და მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის ისეთი სამსახური მაქვს და ისეთ რამეს ვაკეთებ, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს.

 

ნეკა სებისკვერაძე & ზვიად ბოლქვაძე – სანთელივით დავდნები. Live არდაიდარდო

მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა, რომელიც უნდა დავაპრემიეროთ?

ზვიად ბოლქვაძე:

მე მუსიკით ვცოცხლობ და ვცხოვრობ და ვსუნთქავ, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუ ორგანიზმიდან არ გამოვიდა რაღაც ბგერების მსგავსი… სათქმელი უნდა გქონდეს, სათქმელი შენთან ერთად ცხოვრობს, ასეთი ხარ, ასე აღიქვამ სამყაროს და ასე გრძნობ, თუ ასე არ ცხოვრობ მაშინ ტყუილია ეს ყველაფერი, ან კარგი მსახიობი ხარ და თამაშობ, შემოქმედებაში კი ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. არსებობს ძალიან საინტერესო პოეტი გოგო, რომელიც საგარეჯოში ცხოვრობს, მან ჩვენი საერთო მეგობრის საშუალებით ლექსი დამიტოვა, ქართულ სულისკეთებით გამსჭვალული, ძალიან იმოქმედა, რომ წავიკითხე და ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ არ ვიცი, როდის შევქმნი მე ამ ლექსისთვის სიმღერას ან საერთოდ თუ მოხდება ესთქო.  2 წლის მერე გადმოვიღე ეს ლექსი, ასეთ განწყობაზე ვიყავი და ძალიან ჯიგრიანი განწყობით დავამღერე ეს ლექსი. შემდეგ პოეტი ნინო ნანუაშვილისგან კრებული მივიღე საჩუქრად. ძალიან საინტერესო პროცესია, როდესაც პოეტის და მუსიკოსის ვირტუალური ტანდემი დგება. შემდეგ იყო ნეკა და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მუსიკალური კავშირი გვქონოდა და ის ყოფილიყო ჩემი მუსიკის გამზიარებელი, ძალიან დიდი მოკრძალებით მოვასმენინე და მოეწონა.

ნეკა სებისკვერაძე:

შემსრულებლისთვის უმთავრესია კარგ ავტორთან შეხვედრა და საინტერესო მუსიკის ერთობლივად შექმნა, თუ სიმღერა და ნაწარმოები არ არის კარგი, რაც არუნდა კარგი ნამღერი იყოს ის წარმატებული ვერ იქნება, აქედან გამომდინარე დიდი პაუზებით ვუშვებ ახალ ჩანაწერებს და ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ვეძებ საინტერესო ავტორს, რისი დეფიციტიც არის სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში. როდესაც იზრდები, მოთხოვნები სხვაა, ფასეულობები ლაგდება, ცდილობ ის გააკეთო რასთანაც ჩამოყალიბებულად გრძნობ თავს, ეს კი ყოველთვის ადვილი არ არის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი და ზვიადის დუეტი შედგა, ემოციურად ძალიან ახლოს არის ჩემთან, ტექსტით, მუსიკით, შესრულების ხასიათით. ამ ნაწარმოებში უკრავს ჩელისტი ლიზა რამიშვილი,  უნიჭიერესი გოგონაა და მადლობა მას, სულ სხვა ფერი შესძინა ამ ერთ დიდ ამბავს, რომელიც მუსიკით არის გადმოცემული.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გელოდებით კიდევ და კიდევ ჩვენს ეთერში…

 

ნეკა სებისკვერაძე & ზვიად ბოლქვაძე – შემოდგომის სევდა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნეკა სებისკვერაძე & ზვიად ბოლქვაძე – იავნანა. Live

 

ნეკა სებისკვერაძე & ზვიად ბოლქვაძე. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები