LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭეშმარიტი მუსიკის ჭეშმარიტ პოეზიასთან შერწყმის საღამო” – მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამოს დეტალები

196
tsintsadzesiradzetaqtaqishvili

„რადიო დუეტს” ყველასათვის საყვარელი ქალბატონი, პოეტი ნანა ცინცაძე, მომღერალი ანი სირაძე და სალომე თაქთაქიშვილი სტუმროდბნენ. საუბრის თემა მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო იყო, რომელიც 29 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება.

„ჭეშმარიტი მუსიკის ჭეშმარიტ პოეზიასთან შერწყმის საღამო” – ასე დაახასიათა ნანა ცინცაძემ საღამო, რომელსაც ის ზურა ინგოროყვასთან ერთად წაიყვანს.

29 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე მამუკა ჩარკვიანის შემოქმდებითი საღამო გაიმართება, გაგვაცანით დეტალები?

სალომე:

არაჩვეულებრივი განწყობა გვაქვს, მაგრამ ვნერვიულობთ ბუნებრივია. საღამოს რეპერტუარი არაჩვეულებრივად არის შედგენილი, მამუკა იმღერებს ცოცხლად, ასევე უამრავი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, ახალი სიმღერების წვიმა იქნება. ბილეთები იყიდება, საკმაოდ შეზღუდულია რაოდენობა და უმჯობესია იჩქარონ. 10 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს ბილეთის ფასი.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები