LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭებს დიდი სამუშაო აქვთ წინ და ძალიან მაგარი გასტროლები ელოდებათ” – ჭაბუკა ამირანაშვილი

13
shara

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო დუდუკი ქალები” სტუმარი ჭაბუკა ამირანაშვილი და ჯგუფი „შარა” იყვნენ. გადაცემის ფარგლებში მათი ახალი ნამუშევრის „მეურმე” პრემიერა გაიმართა.

ჭაბუკა, როგორ მონახე ეს ხალხი?

ერთ დღეს გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, ბიჭებმა შეხვედრა მთხოვეს, ახალგაზრდები არიან, უნდათ გართობა, ცეკვა, თამაში და საქმის კეთებაც. გავიცანი, შევხედე და ძალიან კარგები აღმოჩნდნენ, როგორც მუსიკალურად ასევე ქეიფში და დუდუკში.

გაგაცნობთ ბიჭებს: შალვა წივილაშვილი გარმონი, ლუკა და ლევან მებონიები, ირაკლი ჩარგაზია, გიორგი შანავა ბასი და გიორგი ძაძამია. ბიჭებს თავისი ჯგუფი ჰქონდათ, ერქვათ „ლაკადა”, ჩვენ როდესაც ერთობლივი თანამშრომლობა გადავწყვიტეთ ახალი სახელი იყო საჭირო, ყველაფერ ახალს ახალი უხდება და გადავწყვიტეთ, რომ დაგვერქვა „შარა”. ერთობლივ პროექტს ვაკეთებთ, 60-70 % უკვე გაკეთებეულია, შემდგომში დახვეწა და დიდ ასპარეზზე  გატანაა საჭირო, ყველაფერი კარგად მიდის.

რამდენად მოერგნენ ბიჭები შენს რეჟიმს და როგორ მიდიხართ წინ?

შოუბიზნესი ძალიან სერიოზული საქმეა  და სიფრთხილე უნდა, ნელა მივდივართ წინ, თავს ვიკავებთ ბევრ რაღაცაზე, რადგან მე მაქვს გამოცდილება და ვიცი რა, როგორ, რანაირად და ვისთვის და რისთვის უნდა გაკეთდეს. ბიჭების მუსიკალურმა მონაცემებმა მომხიბლა და აქვთ სურვილი რაც მთავარია საქმის კეთების. მე ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი შემეხვედრია, რომელიც ზერელედ უყურებდა ყველაფერს. განათლებული ბიჭები არიან, იციან ქართული მუსიკა, სიმღერა რაც უფრო დიდ გასაქანს მაძლევს მომავალში შოუბიზნესში აქტიურად და მასშტაბურად გამოვიყენო ისინი.

ჯგ. შარა – აზამატი. Live

ვიცით რომ უამრავი მოლაპარაკება მიმდინარეობს და არა ერთი პროექტი იგეგმება საზღვრებს გარეთ, მხოლოდ ქართული ფოლკლორით აპირებთ მოღვაწეობას თუ სინთეზებიც იგეგმება?

აუცილებლად უნდა იყოს ქართული, ეს არის ჩემი პრინციპი, რაც გამართლებულია იმით, რომ მოთხოვნაც არის სწორედ ქართულზე. ვიცი რა გემოვნება აქვთ მათ და რას ითხოვენ, ჩვენი ძარღვი, განათლება, ჯიში, ენერგია გადადის სცენაზე, იწამლება მსმენელი ხალხი და უნდათ, რომ სცენაზე ამოგიხტნენ. ახალგაზრდებისთვის ეს დიდი გამოცდილება და გაკვეთილია.

როგორია სამომავლო გეგმები?

მაისის თვიდან ვიწყებთ გასვლებს,  თავდაპირველად ევროპა იგეგმება, შემდეგ რუსეთი, შემოდგომაზე კი ჩინეთში მივდივართ. პროდიუსერები უკვე იყვნენ საქართველოში, დარწმუნდნენ რომ ღირებული საქმეა და მივიღეთ ის რაც გვინდოდა. ბიჭებს დიდი სამუშაო აქვთ წინ და ძალიან მაგარი გასტროლები ელოდებათ.

ჩემი მონაწილეობით ვგეგმავთ საქსაფონის თანხლებით საინტერესო ერთობლივ ნამუშევარს და როგორც კი დავასრულებთ აუცილებლად შეგატყობინებთ.

სიმღერის პრემიერა გვაქვს…

საინტერესო ვერსია გამოვიდა, მეურემე” ცნობილი ხალხური სიმღერაა,  რაც შეეხება ამ ვერსიას, დიდი არაფერი შეგვიცლია, მაგრამ შევცვალეთ ხასიათი სიმღერის, უფრო საინტერესო გახდა მათთვის ვინც ეს სიმღერა კარგად იცის, ვინც არ იცოდა აქამდე იმედია ძალიან მოეწონება. არანჟირება ჩემია, მასტერინგი ვალერ სარქისოვს ეკუთვნის.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

ჯგ. შარა – მეურემე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგ. შარა – კახური შაირები. Live

 

ჯგ. შარა – მეურემე. Live

 

ჯგ. შარა და ჭაბუკა ამირანაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები