LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაბილინადან” ენკენამდე

30
17457341-705732702944940-161755934629152257-n

მარანი ,,ენკენი’’ დაარსდა 2015 წელს. მეღვინეობა ოჯახის ტრადიციულ საქმიანობას წარმოადგენდა. ამის დამადასტურებელია დაახლოებით 200 წლის ქვევრები, რომლებშიც დღეს იქმნება ენკენის ღვინოები. მარანი მდებარეობს თერჯოლის რაიონ სოფელ ახალთერჯოლაში.

საოჯახო მარნის მეურნეობას უძღვება ვიტალი გურული, რომელიც შვილებთან, ლაშა და ზაალ გურულებთან ერთად ზრუნავს მეურნეობის და მარნის გაზრდაზე  და საკუთარი ოჯახური მარნის ღვინის  პოპულარიზაციაზე.

თავდაპირველად ბოთლებში 2015 წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოური ჩამოისხა. სახელწოდება „ენკენი“ ატარებს  ორ სიმბოლურ დატვირთვას.  პირველ ყოვლისა  წარმომდგარია სიტყვისგან „ენკენისთვე“, რაც არის სექტემბრის თვის ძველქართული სახელი, რომელ თვეშიც საქართველოს უმეტეს კუთხეში იწყება რთველი და სიმბოლურად რთველი და სექტემბრის თვე ინარჩუნებს ურთიერთკავშირს.

მეორე სიმბოლური დატვირთვა უშუალოდ სოფელ ახალთერჯოლას  და ამ სოფლის მივიწყებულ ტრადიციას  უკავშირდება. ყოველწლიურად, ენკენისთვის მიწურულს, 26 სექტემბერს სოფელში აღინიშნებოდა  დღესასწაული „ენკენობა“,

მისი მეღვინეობის სიყვარული ოჯახს უკავშირდება –     1925 წელს გურიიდან ჩამოსახლებული გაიმერლებული ბერიძეების შთამომავალი, გერასიმე გურული იმერელ კობახიძის ქალზე, ბაბილინაზე .

გვიან შემოდგომისას, როცა ძლიერ აცივდა,  ერთ დღესაც სოფელში მდებარე მდინარე ჩხარა ადიდდა და მდინარის პირას მდგარი ნაგებობები თან წაიღო,

რასაც ოჯახის წევრების სიცოცხლე შეეწირა.  დაქვრივებულ ბაბელინას შვილი – ბენია გურული 1926 წლის მაისში გაუჩნდა . როგორც ლაშა გურული გვიყვება    სანამ ბავშვები წამოიზრდებოდნენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდნენ, ბაბილინას ყველა იმ საქმის სწავლა მოუხდა, რომელსაც კაცის ხელი სჭირდებოდა ოჯახში. მეუღლის მიერ დარგულ ალექსანდროულის ვაზს სათუთად  უვლიდა, ჭურ მარანის შესაბამისად მოვლა პატრონობასაც ახერხებდა მეზობლების დახმარებით.

ჭურ – მარანისადმი ბაბუას დამოკიდებულება ცალკე ისტორიაა, ამ ისტორიის ნაწილი ვარ მეც, როცა ჯერ კიდევ 7 წლის შვილიშვილს, მცირედი ფორმით მაგრამ მაინც მრთავდა მარნის საქმიანობაში და მასწავლიდა ყველა დეტალს მომავალშც.

მამამისს, ვიტალი გურულს კი ბებია, ბაბილინა ჰყავდა ამის სასწავლებლად, მამისგან ახსოვს თუ როგორ დამკვიდრდა საუკეთესო ღვინის აღმნიშველ ტერმინად სოფელში ,,ბაბილინას ღვინო“. დღემდე მის მიერ ნასწავლი წესებით უძღვება .

ისიც რომ ტრადიციულ მეთოდებს მიუბრუნდნე  ამ დარგში და ყოველი ,,ენკენსის’’ წარმატებაც და აღიარებაც ბებიის  დამსახურებაა.

თავდაპირველად ბოთლებში 2015 წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოური ჩამოისხა, ევროპული წესით მინის ჭურჭელში დადუღებული და დავარგებული. რაოდენობა ლიმიტირებული იყო და მალევე მოხდა რეალიზაცია ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. 2016 წელს კი უკვე ქვევრში დაიწურა ციცქას მოსავალი, დაემატა 10 % ცოლიკოურის ჭაჭა-კლერტი, დუღილის დასრულების შემდეგ შეივსო და მხოლოდ იანვრის თვეში მოხდა გადაღება და ჭაჭის და ლექის მოხსნა. ამგვარად, ეს ღვინო წმინდა იმერული ტრადიციული წესით შეიქმნა.

2017 წელს ციცქა-ცოლიკოურს წითელი ყურძნის ღვინო ძელშავიც დაემატა. ძელშავიც ქვევრში დამზადდა, სულ 2 დღით გაჩერდა 20 % ჭაჭასთან ერთად. ფაქტიურად ვარდისფერი ღვინო მივიღეთ.

საკუთარი ვენახი ამჯერად მხოლოდ 1 ჰექტარს შეადგენს.  თუმცა თანამშრომლობენ ისეთ მევენახეებთან, ვისგანაც ორგანული ყურძნის შეძენაა შესაძლებელი.

სოფელი ახალთერჯოლა, სადაც ენკენის ვენახებია გაშენებული, მდებარეობს ზღვის დონიდან 240 მეტრში. ნიადაგი ძირითადად თიხნარი და შავმიწაა. ვენახის დიდი ნაწილი დაახლოებით 30 წელზე მეტისაა.  სადაც წარმოდგენილია: ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი. ბოლო წლებში დაამატეს ძველ იმერული ჯიში – კაპისტონი თეთრი, რომლისგანაც რამდენიმე წელიწადში მიიღებენ საკმაოდ საინტერესო ღვინოს. ვენახის მოვლა ხდება ორგანული პრეპარატების გამოყენებით, რის გამოც მომხმარებლამდე  სრულიად ნატურალური და ბუნებრივი ღვინო მიდის.

მარანი წარმოადგენილია  ტიპიურ იმერულ სტილში. ქვევრები ჩაყრილია დაახლოებით 200 წლის წინ, ღია სივრცეში. იმერეთის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ამ რეგიონში ღია ტიპის მარნები იყო გამართლებული. ამჟამად  მხოლოდ მარნის ზედაპირული გადახურვა მოხერხდა. დამხმარე სივრცეების დამატება და ერთიანი კომპლექსი შექმნა. მარანში განლაგებულია 10-დე ქვევრი, რომლებიც როგორც აღვნიშნეთ 2 საუკუნეზე მეტი ხნისაა. ქვევრებში სისტემატიურად ხდებოდა ღვინის დაყენება, ამიტომაც მათ შენარჩუნებული აქვთ ხარისხი და თვისებები, რომლებიც ღვინოს განსაკუთრებულობას ანიჭებს. ღვინის დაყენება იმერული ტექნოლოგიით ხდება,  ღვინის დუღილი მიმდინარეობს მხოლოდ ველურ საფუარზე. შესაბამისად ვღებულობთ სრულიად ნატურალურ, ბუნებრივ ღვინოს. ჭაჭა კლერზე ღვინო იანვრის შუა რიცხვებამდე ყოვნდება, რის შემდეგაც ხდება უკვე გადაღება სხვა ქვევრში.

ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსის მშენებლობის დამამთავრებელი სამუშაოები, რის შემდეგაც მარანი ენკენი შეძლებს ვიზიტორების მიღებას და მათთვის მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზებას ასევე იგეგმება ღვინის ექსპორტზე გატანაც.

ენკენი მრავალ ღვინის ფესტივალში იღებს მონაწილეობას, მათი ჯილდოების რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება  რაც საქმის სიყვარულსა და ერთგულებას მოაქვს.

ღვინის მოყვარულებს და დამფასებლებს, ურჩევს,  რომ არჩევანი გააკეთონ ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ნატურალურ, ბუნებრივ ღვინოებზე. ასეთი ტიპის ღვინოები გაცილებით არომატული და გემრიელია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს კუთხეებში მივიწყებულ ქვევრში ღვინის დაყენების კულტურის გაცოცხლებას და ბაზარზე ხარისხიანი ღვინის დამკვიდრებას, რაც საბოლოო ჯამში საერთოდ გააქრობს ბაზრიდან ფალსიფიცირებულ ღვინომასალას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები