LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანსამბლში უკვე დიდი ხანია ამ კონცერტის მოლოდინი არსებობს“ – „სახიობა“ სტუმრად „არ დაიდარდოში“

7
saxioba

გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები“ სასულიერო აკადემიის სტუნდენტებისგან შემდგარი სტუმრობდა, რომელიც 2006 წელს ეთნო მუსიკოლოგმა მალხაზ ერქვანიძემ დააარსა.

მოგესალმებით, მოგვიყევით ანსამბლის და დაგეგმილი კონცერტის შესახებ?

ანსამბლში უკვე დიდი ხანია ამ კონცერტის მოლოდინი არსებობს, მსმენელი შეაფასებს რა გამოვიდა, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 23 იანვარს, საღამოს 19:30 სთ-ზე გაიმართება, საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვაქვს, ქართულ ტრადიციულ და მსოფლიო მუსიკას მოიცავს, ორ განყოფილებიანი საღამო იქნება. პირველ განყოფილებაში შესრულდება ქართული ხალხური და საეკლესიო საგალობლის ნიმუშები, მეორე განყოფილებაში უმეტესად მსოფლიო ხალხთა პოლიფონიური მუსიკა, ასევე ხალხური და პოპ მუსიკის რამდენიმე ნიმუში, რომელიც ჩვენი მუსიკალური შეხედულებების მიხედვით შევარჩიეთ, ათი ნომრიდან რვა უცხოური მუსიკაა და ორი ქართული კომპოზიცია, ერთი ჯანსუღ კახიძის ჩანამღერი და მეორე საკუთარი კომპოზიცია, ქართული ეთნო-ჯაზის ელემენტებით, რომელსაც ქვია ”იადონი”. იადონი ჩონგურზე დასაკრავი პარტიაა, რომელსაც ერთ-ერთი მეჩონგურე კაცი ასრულებს, ძველ ჩანაწერებში მოვისმინეთ და ამან მოგვცა ბიძგი კომპოზიციის შექმნისკენ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ „სახიობაში” თავი მოიყარა არაჩვეულებრივად ნიჭიერმა ხალხმა, მრავალმხრივმა და მრავალსახეობრივმა, წარმოგიდგენთ ანსამბლის წევრებს: თორნიკე სხიერელი, დათო აბრამიშვილი, ვარლა გოლეთიანი, ლაშა ბარამიძე, დათო შუკაკიძე, ბექა კემულარია, დათო ბათიაშვილი, ლადო შონია, თორნიკე კანდელაკი, ლაშა სიხარულიძე, სოსო კოპალეიშვილი, ბექა კოვზიაშვილი, დათო ჯავრიშვილი.

 

ანს. სახიობა – ადილოი. Live

 

არაერთ ქვეყანაში ატარებთ მასტერკლასებს, ლექციებს, როგორ მიიღეს, ჩაწვდნენ ძირფესვიანად ვისთან აქვთ საქმე?

პირველად ქართული ხალხური სიმღერა იაპონელებმა შეასრულეს და მაშინ ძალიან აღფრთოვანებული ვიყავით ამით, მას შემდეგ ოცდაათმა წელმა განვლო და დღეს უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ ქართულ სიმღერას, პოპულარულია, იზრდება ინტერესი და იხვეწება მათი საშემსრულებლო დონეც, ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს და დაინტერესებული ვართ, რომ სწორად შეასრულონ და არ დამახინჯონ. ”სახიობას” გვაქვს ოთხი მიმართულება: კონცერტები, მასტერკლასები, ქართული სუფრა და ლექცია კონცერტი, ამ ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ საზღვრებს გარეთ, გამოვსულვართ ვაშინგტონში „კენედის ცენტრში“, ბბს-ის რადიოში, კემბრიჯში, ოქსფორდში, იელის უნივერსიტეტში.  ქართულ სამუსიკო სისტემასა და მის საიდუმლოებებზე ვკითხულობთ ლექციებს, რაზეც უკვე წლებია ვმუშაობთ.

ქართულ სიმღერას უცხოელებისთვის საინტერესო თვისება აქვს, ქართული სიმღერა ისეთია, რომ მხოლოდ ქართული სიმღერის შესწავლის სურვილს კი არ გაგიჩენს, ტრადიციაში შესვლასაც ლამობს.

გეყოლებათ თუ არა  კონცერტზე მოწვეული სტუმრები უცხოეთიდან?

თამარ გულბიანი

(ანსამბლ ”სახიობას” მენეჯერი)

კონცერტი განსაკუთრებული და განსხვავებული იქნება იმ კუთხითაც, რომ მასზე ძალიან ნიჭიერი რეჟისორი მუშაობს, თემო კუპრავა, რომელიც ეცდება რომ ყველა სიმღერას თავისი ავთენტური ბუნება შეუნარჩუნოს.  მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საპატიო კონსულები, სხვა და სხვა ქვეყნის ელჩები, მთავრობის და მედიის წარმომადგენლები. კონცერტის შემდეგ გაიმართება მიღება, სადაც ვგეგმავთ ანსამბლის და მისი სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციის გამართვას, ამ ყველაფრის მიზანი კი ის არის რომ ”სახიობა”  მთელმა მსოფლიომ გაიცნოს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მენეჯერების გუნდს გვაქვს  გარკვეული PR სტრატეგია ჩამოყალიბებული, რაც გულისხმობს როგორც საზღვრებს გარეთ გასტროლებს, ასევე ქვეყნის შიგნით საინტერესი პროექტებს ჩვენი პოლიფონიის და ავთენტური საშემსრულებლო მანერების განვითარების და პოპულარიზაციის კუთხით. მუსიკალური ტურნეების გახშირებას და დასტაბილურებას ვგეგმავთ, რათა რაც შეიძლება მეტ ქვეყანას გავუზიაროთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც ქართულ ფოლკლორს და პოლიფონიას გააჩნია. ესტონეთის გასტროლი დადასტურებულია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იაპონიის და ამერიკის გასტროლთან დაკავშირებით და საკითხების საბოლოოდ გარკვევის შემდეგ ”სახიობა” აუცილებლად წავა ამერიკაში კიდევ ერთხელ და იაპონიაში პირველად.

მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებას…

 

ანს. სახიობა – ღიმილი მინდა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანს. სახიობა – აფხაზური სახუმარო. Live

 

ანს. სახიობა – რაჭული სახალისო. Live

 

ანს. სახიობა. გადაცემა ღვინო დუდუკი ქალები. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები