LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „ფორტე“ ახალი „სატრფიალოთი“ ბრუნდება

34
1-12

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ანსამბლი ”ფორტე” ესტუმრა, გადაცემის ფარგლებში ახალი სიმღერის „სატრფიალოს” პრემიერა გაიმართა.

ღრმა 90-იანებიდან მოდის თქვენი ანსამბლი, პირველი ჰიტი თქვენი შესრულებით რომელი იყო?

„ალიონი“ კახა ცაბაძის, ეს იყო სპეციალურად ჩვენთვის და სხვათაშორის ნაბახუსევზე შექმნილი სიმღერა. ზურა გოშაძე და კახა ცაბაძე გამოვიდნენ ერთ დილას სამიკიტნოდან და ზურას უთქვამს, აი გაიხედე ალიონზე გამიღიმა თბილისმაო, ვაა რა მაგარი ტექსტიაო უპასუხია კახას, მშვენიერი სიმღერა გამოვაო და იქვე ჩაუმღერა თურმე. ნამდვილად სერიოზული ჰიტი გვაჩუქეს, ეს იყო ჩვენი პირველი ჰიტი. შემდეგ იყო „პოპური” 2000 წელს.

იყო ასეთი სიმღერა „ქალო ხარაგაულელო“, რომელიც ძალიან მოთხოვნადი სიმღერა იყო, ჩემი მეგობრებიც ითხოვდნენ ძალიან ხშირად, ზურა შენი და ხვიჩას ერთობლივი ნამუშევარია…

ასეა, ხვიჩას არანჟირებაა, სხვათაშორის ორი მამაოს შექმნილი სიმღერაა, მამა თავმასის ტექსტია და მამა მათეს მელოდია. მეც ხომ ხარაგაულელი ვარ და მერგო ამ სიმღერის შესრულების პატივი.

სიმღერა, პირველი პრემიერა, რომელზეც ვისაუბრებთ, საკმაოდ მტკივნეულია მთელი საქართველოსთვის, მოუშუშებელი, დაუვიწყარი ტკივილია, გიო ხუციშვილი, საქმით დასამახსოვრებელი კაცი, რომელმაც დიდი ისტორია შექმნა მის გარშემო. „თბილისო ჩემო” ლილიკო ნემსაძის სიმღერა გიოს რეპერტუარიდან, რომლის ტექსტის ავტორიც ირინა სანიკიძეა…

გიოს ვარსკვლავის გახსნაზე შევასრულეთ ეს სიმღერა, ძალიან ამაღელვებელი ემოციები ახლავს ამ სიმღერას. სასიხარულოა, რომ ამდენი კარგი სიმღერა დატოვა ამ ადამიანმა. მაიკოს, გიოს მეუღლის თხოვნაც იყო, რომ ძალიან მინდა სხვებმაც იმღერონ გიოს სიმღერები, არ დაიკარგოს და სხვების შესრულებითაც დარჩესო. ჩვენ ეს სიმღერა გვერგო წილად და დიდი სიამოვნებით და სიყვარულით შევასრულეთ.

სულ ახალთახალახი სიმღერა „სატრფიალო“, მოგვიყევით ამ სიმღერაზე?

სიმღერის ავტორია ნათია ზეინკლიშვილი, ტექსტი მანანა სიამაშვილს ეკუთვნის,. ძალიან კარგი ლექსები ჰქონდა, სამწუხაროდ წარსულ დროში გვიწევს მასზე საუბარი. ამ სიმღერაშიც ცხადია, რომ პოეტის ნამუშევარია ტექსტი, დიდი მადლობა მას. ჩაიწერა ”არტ პალასში”, თემურ ხვიბლიანმა იმუშავა ამ სიმღერაზე,

მანანა მაისურაძე პირველი ხმა, ირინა კახნიაშვილი მეორე ხმა, ნინო ახობაძე მეამე ხმა და ზურა მანჯავიძე, ანსამბლი ”ფორტე” – დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვებთ…

 

ფორტე – სატრფიალო

 

ფორტე – თბილისო, ჩემო თბილისო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფორტე – ღიმილი მინდა. Live

ფორტე – ფოთლები რომ ჩურჩულებენ. Live

“ფორტე”. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები