LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველი და ტრადიციები

267
რთველი1

რთველი ერთ ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ქართული ტრადიციაა,
რომელსაც დღესასწაულის სახე აქვს და ფაქტობრივად ჩვენი კულტურის ნაწილია.
რთველის დაწყებამდე მზადება ბევრად ადრე იწყება , რაც მოიცავს ქვევრის
რეცხვასა და მარნების მოწესრიგებას.
შემდგომ კი ნამდვილი რთველის რიტუალი შედის ძალაში – მოწნული კალათებითა
და გოდრებით, სადღესასწაულო სულითა და განწყობით, რადგან რთველს ძალიან
დიდი დატვირთვა ჰქონდა, რამეთუ მასზე ოჯახის ბარაქიანობა და კეთილდღეობაა
დამოკიდბეული. რთველისათვის მზიან, ამინდს არჩევდნენ. ამასთან, ცდილობდნენ
რაც შეიძლება დიდ ხანს გაჩერებულიყო ნაყოფი მზეზე, რათა მას სიტკბო შეეძინა.
რაც უფრო მწიფეა მტევანი, მით უფრო კარგი ღვინო იწარმოებოდა მისგან. სწორედ
ამიტომ ამბობენ, რომ კარგ ღვინოში ბევრი მზე არისო.


ძველი ხალხისთის ცხოველების მსხვერპლთ შეწირვა რთველის აუცილებელი
ატრიბუტი იყო. თხას ან ცხვარს მამალთან ერთად აუცილებლად დაკლავდნენ
ცერემონიაზე. რთველის დღეს ოჯახის უფროსი დილით ადრე ვენახში ჩადიოდა და
კოცონს ანთებდა. მოგვიანებით მას რთველის სხვა წევრებიც უერთდებოდნენ
საკვებით, ღვინით, პურითა და დაკლული ცხოველით.
საქართველოში რთვლის ტექნიკური საშუალებები სხვადასხვა თემში სხვადასხვაა.
მტევანს ხელით ან დანით წყვეტენ, ყურძნის ჩასაწყობად კი შემდეგ ჭურჭელს
ხმარობენ: საყურძნე გოდოლი, კალათა, გიდელი, ძარი, ხოკი და ჩაჭრილო, ოწილარი
თოკი. ზოგან საწნახელი და მარანი ვენახში იყო. მოკრეფილ ყურძენს
უპირველესად ფერისდა მიხედვით გადაარჩევდნენ, რადგან თეთრი ან მწვანე და
შავ-წითელი ყურძენი ცალ-ცალკე უნდა დაწურულიყო, რომ ღვინოს სათანადო ფერი
ჰქონოდა. გარდა ამისა, მაღლარი და დაბლარი ვაზის ყურძენიც ცალ-ცალკე
იწურებოდა. პირველად სწორედ საბაბილო ჭურს ავსებდნენ, ანუ მაღლარი ვაზის
ყურძნისგან დაწურული ტკბილით.


ყურძნის კრეფა ისეთი ხალისით მიმდინარეობდა, რომ ადამიანები არც კი
ფიქრობდნენ ჭამაზე, სანამ საღამოს მასპინძლის სახლში არ შეიკრიბებოდნენ. ადრე
ადამიანები რთველისთვის დაწნულ კალათებსა და მათ სხვადასხვაგვარ ვარიაციებს
გამოიყენებდნენ. ვენახის დასაწყისში განთავსებული იყო უზარმზარი დაწნული
კალათი, სადაც ყველა შეგროვილ ყურძენს ყრიდა.
მტევნები დაკრეფის დღესვე იჭყლიტებოდა, რადგან დატოვებული ყურძენი
ფუჭდება. ყურძენი ჩვეულებრივ იჭყლიტებოდა სპეციალურ მოზრდილ თასში,
რომელსაც საწნახელს უწოდებენ.
რთველი ამით არ მთავრდებოდა. ყურძნის დაკრეფისა და დაჭყლეტვის შემდეგ საჭირო იყო
მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება: მარნის დალაგება-დასუფთავება, ღვინის
ფერმენტაციაზე დაკვირვება, საჭმელად შერჩეული ყურძნის შენახვა, თათარასათვის
ყურძნის წვენის მომზადება, ჩურჩხელების მომზადება, ღვინის გაფილტვრა და სხვა.

საქართველოში რთველი კახეთიდან, კერძოდ – დედოფლისწყაროდან იწყება. ამ
კუთხეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. კახეთის შემდეგ რთველი ქართლში
ინაცვლებს, შემდეგ – იმერეთში, ბოლოს კი ამ ფერხულში რაჭა-ლეჩხუმი, გურია და
აჭარა ერთვებიან. ვაზის ზოგიერთი ქართული ჯიშის ყურძენი ძალიან გვიან,
დეკემბერშიც  იკრიფება. ასეთი ჯიშებია, მაგალითად, ჩხავერი და ჯანი გურიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები