,,რადიო დუეტს” ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი და მუსიკოსი ემზარ იორამაშვილი სიმღერის პრემიერით სტუმრობდნენ. ,,სიმაღლე” ასეთია ახალი, პატრიოტული სულისკვეთების ნამუშევრის სახელწოდება, რომლის ტექსტის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანია.

როგორც კომპოზიტორმა გვითხრა, სიმღერის შექმნის ინსპირაცია სწორედ ლექსმა მისცა, რომელიც საბოლოოს თეატრალურის კვარტეტთან და ემზარ იორამაშვილთან ერთად ჩაიწერა. ,,ყველას შევუძახებ მთელს მოსახლეობას, რომ აქ არის ჩვენი სამშობლო და გამოვფხიზლდეთ”  – აღნიშნა მამუკა ჩარკვიანმა გადაცემის მიწურულს.

ვრცლად გადაცემა…

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები