LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპორტიდან უცებ აღმოვჩნდი სცენაზე“ – თორნიკე კვიტატიანი პრემიერით „არ დაიდარდოში“

458
tornike-kvitatiani-nes

„რადიო დუეტს” მომღერალი თორნიკე კვიტატიანი სტუმრობდა.  გადაცემის ფარგლებში თორნიკემ მის შემოქმედებაზე, სპორტიდან სცენაზე გადანაცვლების ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ამიერიდან  „არ დაიდარდოს” ეთერში ახალგაზრდა მომღერლის სიმღერის „დედა” მოსმენა შეგეძლებათ, რომელიც ინტერნეტში უდიდესი პოპულარობით  სარგებლობს…

თორნიკე, გაგვაცანი შენი თავი…

დავიბადე  სოხუმში, ომის შემდეგ წავედით მოსკოვში საცხოვრებლად და ჩავრჩით იქ, იქ აეწყო ჩემი კარიერა. ორი წლის წინ დავიწყე სიმღერა, მანამდე  სპორტსმენი ვიყავი, თავისუფალ ჭიდაობაში, მკლავის ტრავმის დროს როდესაც სახლში ვიჯექი გადავწყვიტე მემღერა, ვოისში” გავაგზავნე ანკეტა, გამიმართლა, მოვხვდი და მადლობა ღმერთს ამისთვის. მას შემდეგ ჩავწერე სიმღერები, ვშრომობ, მყავს ფანები, ფილმშიც მივიღე მონაწილეობა, სხვა პროექტში მონაწილეობას არ ვგეგმავ. პროდიუსერი არ მყავს, ჩემით ვაკეთებ ყველაფერს.

ვრცლად გადაცემა..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები