LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი „დიდი სცენის“ აფრიკელ კონკურსანტთან დუეტს ჩაწერს

3931
80698587-495726561054898-8557665785445613568-n

კვირა „დიდი სცენის“ დღეა. გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში, 22 საათზე ახალი მეგაპროექტის „დიდი სცენა“ მეორე ეპიზოდი გავიდა.

შოუს დიდ ეკრანზე სანახავად „ეი ბი სი ლენდში“ ჟიურის წევრები, პროექტის მონაწილეები და უამრავი ცნობადი სახე შეიკრიბა.

მეორე ეპიზოდში მორიგი ათეული შეირჩა. როგორც იცით, ახალი მუსიკალური შოუ 11 ეპიზოდისგან შედგება, სრულდება როგორც ქართული, ასევე უცხოური ჰიტები, გამარჯვებულს ხალხთან ერთად კი ჟიურის წვერები გამოავლენენ.

,,ფორტუნა“ ჟიურის წევრებს გაესაუბრა, სალომე კორკოტაშვილმა გაგვიმხილა, რომ ერთ-ერთ კონკურსანტთან დუეტის ჩაწერას გეგმავს, გიორგი ცაგარელმა კი სიახლე გაგვანდო, ჟიურის  მეოთხე წევრი დაემატება, მისი ვინაობა არ გაგვიმხილა, თუმცა განაცხადა, რომ საოცრად მოხარულია მასთან სამომავლო თანამშრომლობით.

სალომე კორკოტაშვილი

ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მოვხვდი, საუკეთესო ჯგუფია. უამრავი ნიჭიერი და საინტერესო კონკურსანტი აღმოვაჩინეთ.

რაც შეეხება ჟიურის წევრობას, სხვათა შორის, ყველა იმას მეუბნება, რომ ზედმეტად ლოიალური ვარ და ცოტა უფრო კრიტიკული უნდა გავხდე, თუმცა არ გამომდის, ვცდილობ ვიყო მეგობრული.

ეს პროექტი იმითაა განსხვავებული, რომ გამარჯვებულებთან  ჩვენი თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება, აი მაგალითად, ერთ-ერთ აფრიკელ კონკურსანტს, უკვე დუეტის ჩაწერაც შევთავაზე.

მყავს რამდენიმე ფავორიტიც, მათ  ქარიზმა, ხმა და არტისტულობა დიდი დოზით აქვთ,  რაც უბრალოდ აუცლებელი კომპონენტებია.

 

 გიორგი ცაგარელი

„ჟიურის წევრობას იმიტომ დავთანხმდი, რომ მითხრეს, ქართულ შოუბიზნესში განსხვავებული მუსიკის შემოტანა სურთ, ეს ის მუსიკაა, რაც მე მაინტერესებს.

ასევე გეტყვით, რომ ლაივკონცერტებზე კიდევ ერთი ჟიურის წევრი დაგვემატება, მის ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით იმას, რომ ძალიან მაგარი ადამიანია და  საოცრად მოხარული ვარ, რომ მასთან მომიწევს თანამშრომლობა. წინ საოცარი 8 ლაივკონცერტი გველოდება.

საკმაოდ მიჭირს სხვისი შეფასება, ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია, მსურს ერთი ადამიანი მაინც აღმოვაჩინო, სულერთია ის გამარჯვებს თუ არა, რომელთანაც რაიმე ხარისხიან პორდუქტს შევქმნით.

პროექტში ორი ფავორიტი მყავს და ვფიქრობ, რომ ორივე კონკურსანტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.“

ჟიურის წევრებში, ისევე როგორც მეგაშოუს მონაწილეებში საოცარი მუხტი და პოზიტიური მოლოდნები იგრძნობოდა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მორიგ შოუს, ახალი მეგაპროექტის „დიდი სცენის“ რიგით მე-3 შესარჩევ ტურს, რომელიც 29 დეკემბერს, „რუსთავი 2“ – ის ეთერში, 22 საათზე გაიმართება.

 

„რუსთავი 2“-ის ახალ მეგაშოუს „დიდი სცენა“ თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი წაიყვანენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები