LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინისა და ბექა მაჩიტიძის ახალი საზაფხულო დუეტი (ვიდეო)

356
Capture 679975

ახალი საზაფხულო სიმღერა „მე და შენ“ ნინი შერმადინისა და ბექა მაჩიტიძისგან გამოვიდა და უკვე მასზე გადაღებული ვიდეორგოლის ნახვაც შეგიძლიათ.

კლიპის პრემიერა „პროფილში“ შედგა.

ნინიმ გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს ვრცელი სტატუსით გადაუხადა მადლობა:

„მაიკო ნიკა ქეთი მთელ შემოქმედებით ჯგუფს „რუსთავი 2“-ს უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და იმ ამაგისთვის, რაც თქვენ გაქვთ ჩემს შემოქმედებით წინსვლაზე გაწეული. დიდი მადლობა, რომ არ გავიწყდებით და სულ სტიმულს მაძლევთ, რომ არ დავნებდე. ალბათ, მადლობას ვერასდროს გადავიხდი ❤️❤️❤️ ერთი იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ სასაც არ უნდა ვიყო!

ესეც ჩვენი ახალი საზაფხულო ჰიტი. ჩემი საავტორო სიმღერა. ბექას ეს ერთი და სხვა მრავალი, ჩემო ოქროს ადამიანო! დიდი მადლობა შენს ლამაზ მეუღლეს, ორსული გადაღებებზე ძალიან ვაჟკაცურად მსახიობობდა გაყინულ წყალში. იმედია, წარმატების მომტანი იქნება ეს სიმღერა და კლიპი. განსაკუთრებული მადლობა უნიჭიერეს ზურა ქირიას ასეთი ლამაზი ვიდეოსთვის ❤️❤️❤️ბორიკო შხიანს, სანო სტუდიას.

ჩემს ნანა ცინცაძეს, გოგა ჯიქიას, მოდელებს ყველას, ყველას ვინც გვერდით დამიდგა. სექტორ 26-ს და ბასლას ❤️❤️❤️❤️❤️ მიყვარხართ და სულ თქვენთან ვარ ❤️❤️❤️❤️❤️ ბედნიერებას გისურვებთ! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები