გიორგი ხუციშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. გადაცემა „პროფილს“ მისი მეუღლე, მაია ჯორჯაძე ესტუმრა, რომელმაც მომღერლის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მის გარეშე ცხოვრება ძალია უჭირს, ყველაზე მეტად კი მისი ლაპარაკი ენატრება.

მაია ჯორჯაძე:

გიო ჩემთვის ყველაფერი იყო. მართლა დიდი პიროვნება იყო… რაღაცნაირად იმედი იყო ჩემიც, ირგვლივ ყველასი, კედელი ჩამომეშალა. ნოლიდან ვიწყებ ყველაფერს. არაფერი ვიცოდი, ელემენტარული დეტალები.

ეს ორი წელი გიოს გარეშე იცი, როგორია? როცა მისი ავადმყოფობა გავიგე და დავბლოკე, ყველა მეუბნებოდა, ძალიან ცუდი მდგომარეობააო, მე არ ვიჯერებდი. როგორ შეიძლებოდა ადამიანი, რომელიც იმ წუთას გვერდზე მეჯდა, ერთ თვეში აღარ ყოფილიყო… მეჩხუბებოდნენ, არ ვიცი, რა დამემართა… ძალიან დიდი წრე გვყავს მეგობრების, ჩემიც და გიოსიც. ჩვენ ერთ ოჯახად ვიყავით. ძალიან მომეხმარა ის, რომ ისევ ისე ვართ, გიოს მეგობრებზე მაქვს ლაპარაკი…

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05