LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ჭოხონელიძე: „მარინა ბერიძის გარდა, ყვავილები ჯერ სხვა ქალისთვის არ მიჩუქებია…“

362

ლუკა ჭოხონელიძეს ქართული სიმღერის მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ. ეს ნაწილობრივ მისი ოჯახის და დედის, ცნობილი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ნატო გელაშვილის დამსახურებაა, ნაწილობრივ კი პოპულარული მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“, რომლის მესამე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახლავთ და ჟიურისგან დადებით შეფასებებს ხშირად იმსახურებს.

ლუკას ტემბრი და შესანიშნავი სმენა აძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან კარგად მოირგოს ქალაქური სიმღერაც და რომანსებიც, თავადაც ასე მიიჩნევს და კონკურსში რაც შეიძლება მეტ ხანს სურს დარჩენა საკუთარი შესაძლებლობების გამოსახატად, ასევე ბევრი რამის სწავლაც სურს და ალბათ, საბოლოოდ, საკუთარ პროფესულ გზას სიმღერას დაუკავშირებს…

გოგონებთან გაპრანჭვა დიდად არ უყვარს და მათ გულს არც ყვავილების და არც საჩუქრების ჩუქებით არ იგებს. ერთადერთი ქალი, ვისაც ამ დრომდე ასი ვარდი უსახსოვრა, მარინა ბერიძე გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემს, ხოლო გოგონებისთვის საჩუქრად სიმღერებს იმეტებს. (ვრცლად/ფოტოსესია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები