LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გადავწყვიტეთ, ჩვენი მეგობრობა მუსიკალურად დაგვეგვირგვინებინა” – აჩი ფურცელაძის და გიორგი კობაიძის დუეტის პრემიერა

87
1

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები აჩი ფურცელაძე და გიორგი კობაიძე ესტუმრნენ სიმღერის პრემიერით „მე ხომ სიყვარულის მწამს“.

როგორ დაიწყო 2020 წელი?

გიორგი კობაიძე:

ეს წელი ჩემთვის დაიწყო ძალიან კარგად, ვარ შემართებით და ვფიქრობ, რომ ესე გაგრძელდება. დავიწყე ახალი სიმღერა, ახალი ცხოვრება და კარიერული თვალსაზრისითაც ყველაფერი კარგადაა. მინდა მოგილოცოთ ყველას შობა-ახალი წელი და გისურვოთ, რომ ეს წელი ყველასათვის ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი.

აჩი როგორი განწყობაა, როდესაც ჩამოხვედი და შენს მშობლიურ მიწაზე ხარ?

დიდი მადლობა თქვენ , რომ ესეთი დაფასებული ვარ. რა თქმა უნდა მიხარია ის ამბავი, რომ დავბრუნდი, თუმცა ცოტა იმედგაცრუებული ვარ. მინდა ეს წელი იყოს ძალიან კარგი, მაქვს ბევრი იდეა, მალე მექნება მეორე ახალი სიმღერაც და ასევე მაქვს ბევრი ახალი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ მე ისევ დავბრუნდები იმ ტალღაზე, რომელზეც ვიყავი და წლევანდელი წელი უნდა გამოვიყენო მაქსიმალურად. თქვენს მსმენელს მინდა პირველ რიგში ვუსურვო ჯანმრთელობა, სტაბილურობა და ჰარმონია, მინდა გვიხაროდეს ერთმანეთის ბედნიერება, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღესდღეობით, ვიყოთ ლაღები და ბედნიერები ღიმილი ხომ სავიზიტო ბარათია კარგი განწყობის.

 

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები