ნინი შერმადინმა ახალი, შავ-თეთრი კლიპი წარადგინა. ამის შესახებ მომღერალმა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა.

სიმღერის ავტორი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია, არანჟირების ავტორი რეპერი ძვალი, იგივე აჩიკო ვანიშვილი, ხმის რეჟისორი კი თემო ნიკოლაიშვილი. ,,წადი”-ასე ჰქვია სინგლს, რომელიც მომღერალმა დღეს წარუდგინა საზოგადოებას.

„დილა მშვიდობისა მეგობრებო, ესეც ჩემი ახალი დაპირებული ჰიტი. დიდზე დიდი მადლობა ჩემს მაიკოს ასეთი საჩუქრისთვის, ჩემს აჩის (ძვალს) და ჩემს თემო ნიკოლაიშვილს. უბედნიერესი ვარ, რომ ასეთები მყავხართ.“ – წერს ნინი ისტაგრამზე.

 

ნინი შერმადინის ახალი კლიპი – “წადი”

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05