LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანის“ კონცერტი ფოლკლორის ცენტრში – ანსამბლი პატარა გაბრიელს დაეხმარება

101
basiani-news34354345

პროექტი ,,ხალხური საღამოები“ 4 დეკემბერს, თბილისში, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში სახელმწიფო ანსამბლ ,,ბასიანის“ კონცერტით დასრულდება. მას საქველმოქმედო ხასიათი ექნება. გაჟღერდება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები, სადაც მსმენელებს შეეძლებათ პატარა გაბრიელს დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში – თანხა შეუგროვონ მას.

დღიდან დაარსებისა ,,ბასიანი“ ჩაბმულია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის პოპულარიზაციაში. ანსამბლი ექსპედიციებითა და კონცერტებით სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. წლების განმავლობაში აღადგინა და გააცოცხლა ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში.

,,ბასიანი” საქართველოს საპატრიარქოში 2000 წელს ჩამოყალიბდა. 2013 წელს, კი მას ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.

ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი დონაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები