ნანკა ქოქიაშვილი
სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…
ნანკა ქოქიაშვილი…
აღწერე შენი პირველი ეთერი „არ დაიდარდოში“ სამი სიტყვით…
ეს დღეც დადგა ! ! !
რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?
რადიო არის ჩემი ცხოვრება… ჩემი ნაწილი…
ამოჩემებული ქართული სიმღერა…
ვია 75 – ზღვა ისევ ლურჯია ?
რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?
რაც ასაკში შევდივარ, უფრო სენტიმენტალური ვხდები… სადაც სატირალია ყველგან ვტირი 😀 😀 😀
სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…
ბედნიერ დღეს გისურვებთ !!!
რომელია შენი საუკეთესო თვისება?
ავადმყოფურად ერთგული ვარ… როცა ვკარგავ… ეს არის, ადამიანი თუ საქმე მაინც, ერთგული ვრჩები.. ! ! !
რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?
საკუთარ თავზე წინ ხშირად სხვას ვაყენებ ! ! !
ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?
ადამიანური ღირებულებები არ დაგვეკარგოს, ვიყოთ ჯანმრთელები და ყველა თავის საქმეში წარმატებული იყოს… (ასე ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ)).
სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?
სრულიად მარტო წავიდოდი რომში 😀