ოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2011-12-08

”გალაქსი” მომხმარებელს ტექნიკის ადგილზე ტესტირების საშუალებას მისცემს

 

ტექნიკის მაღაზია ”გალაქსი” ბაზარზე ახალი შეთავაზებებით გამოდის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მაღაზიაში მისულ ყველა მყიდველს საშუალება ექნება, ნებისმიერი ტექნიკის ხარისხის ადგილზე შეამოწმოს, რასაც მენეჯმენტის ცნობით, ამ დრომდე სხვა მაღაზიები კლიენტებს არ სთავაზობენ. 

პარელელურად, წინასაახალწო პერიოდში მომხმარებელს სასაჩუქრე აქციით სარგებლობის საშუალებაც ეძლევა. ”გალაქსის” ცნობით, აქციის ფარგლებში 32 დიუმიანი ტელევიზორის შეძენისას მყიდველი საჩუქრად DVD ფლეიერს  მიიღებს, 3D ტელევიზორებს სპეციალური სათვალე მოყვება, ხოლო 1000 ლარის ღირებულების მაცივრის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მტვერსასრუტი გადმოგეცემათ. აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

გარდა ამისა, ”გალაქსის” ცნობით, მაღაზია ხვალიდან თბილისის შოფინგ-ფესტივალშიც ჩაერთვება , რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის ტელევიზორის შეძენისას მომხმარებელი 20-25%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

კომპანია პირველ ფილიალს ოფიციალურად დღეს საღამოს 19:00-ზე გახსნის, მომავალი წლიდან კი ქსელის გაფართოებას თბილისის გარდა, რეგიონებშიც გეგმავს.

 

ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი