listen radio liveოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2013-04-24

ახალი აკვა-პარკი თბილისში

ზაფხულში თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი აკვა-პარკი გაიხსნება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი გასართობი ცენტრი, რომელსაც შპს „ჯინო პარკი" აშენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ადგილზე დამონტაჟდება საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო ჩანჩქერი, ტალღოვანი აუზი, ბარი-აუზი და 25 მეტრიანი ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისი საცურაო აუზი. აკვა-პარკის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ბავშვთა წყლის პარკი, ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთის ქვიშის მოედნები, მინიმუმ 10 ღია და დახურული კაფე და სპა ცენტრი.

სააგენტოში აცხადებენ, რომ დასასვენებელი ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება შიდა კამერებითა და დაცვის სისტემებით, ინდივიდუალური სეიფებითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. პარკში იმოქმედებს ჩიპების სისტემა და დამსვენებელს არ დასჭირდება ფულის ან კარტის თან ტარება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პარკი წლის განმავლობაში 800 000 ადამიანს მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ აკვა-პარკის მშენებლობა გასული წლის ივლისში დაიწყო.

 

2014-07-28
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-25
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-24
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-23
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი