listen radio liveოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2013-04-16

ახალმა შრომის კოდექსმა, შესაძლოა, მცირე და საშუალო ბიზნესს პრობლემები შეუქმნას

 

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის შემდეგ, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს საერთაშორისო სავაჭრო პალატა აკრიტიკებს და განმარტავს, რომ კოდექსში ორი უმთავრესი პრობლემაა: შრომის კოდექსიდან ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებების დებულების ამოღება და დამქირავებლების დასაქმების ხელშეკრულებების შეწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვა.
 
როგორც ICC-საქართველოში აცხადებენ, ახლანდელი შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით, სავალდებულოა დასაქმების უვადო ხელშეკრულებები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს კონკურენციასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და ხელს შეუწყობს არაოფიციალურ დასაქმებას.
 
გარდა ამისა, ICC-საქართველო რეკომენდაციას იძლევა, დამსაქმებლებს შეუნარჩუნდეთ დასაქმების ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, სამართლიანი და ადეკვატური საფუძვლის წარდგენით და დასაქმებულების კომპენსირებით. 
 
„ზემოაღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს უამრავ სასამართლო დავას. ცვლილებები ასევე ზეგავლენას მოახდენს მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომლისთვისაც სათანადო ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სისტემები მიუწვდომელია. აღნიშნული ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ არაოფიციალურ დასაქმებას", - ნათქვამია ICC-საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
შრომის კოდექსი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და ამჟამად მისი განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს.
 
2013-07-10
ბიზნეს ნიუსი
11.9 % სამოგზაურო სესხი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2013-07-04
ბიზნეს ნიუსი
სადაზღვეო ბაზრის სიახლეები
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2013-06-27
ბიზნეს ნიუსი
სალარო აპარატების შესახებ ახალი კანონი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2013-06-21
ბიზნეს ნიუსი
საბანკო სექტორის სიახლეები
წამყვანი: მაია მამულაშვილი