listen radio liveოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2013-03-14

კვერცხის მწარმოებელი ქართული კომპანიების ნაწილი კოტრდება

 

კვერცხის მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანიებმა, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედება შეწყვიტოს. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიზეზად, ქართულ ბაზარზე კვერცხის უკონტროლო იმპორტს ასახელებს.

ის აღნიშნავს, რომ ხშირად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან არაკეთილსაიმედო პროდუქცია შემოდის. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვადაგასული მოლდოვური კვერცხი აღმოაჩინა, მისივე ინფორმაციით, ბაზარზე ასევე შემოსული იყო თურქული წარმოების არაკეთილსაიმედო კვერცხი ქართული წარწერით, რაც უჩუმბეგაშვილის თქმით, ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლისთვის პრობლემებს ქმნის.

ასოციაციის ინფორმაციით, საწარმოთა ნაწილმა წარმოება უკვე შეამცირა, ნაწილი კი საერთოდ ბაზრის დატოვებას და საკუთარი ბიზნესის გაყიდვას გეგმავს. ასეთ კომპანიებს შორის უჩუმბეგაშვილი „სავანეთის", „ალგეთის", „კუმისი XXI-ის" და „დილის" მეფრინველეობის ფაბრიკებს ასახელებს.

ამ დროისთვის, ქართულ ბაზარზე 23 მეფრინველეობის ფაბრიკა მუშაობს, კვერცხის წლიური მოხმარების მაჩვენებელი 450 მილიონით განისაზღვრება.

რადიო ”ფორტუნა” სურსათის უვნებლობის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ სააგენტო აპელირებას იმპორტირებულ პროდუქციაზე არ აკეთებს, რადგან მენეჯმეტის ცნობით, სხვადასხვა მიმართულებით დარღვევები ქართულ საწარმოებშიც ფიქსირდება. კონკრეტულად კვერცხთან დაკავშირებით სააგენტოში ვადაგასული თურქული კევრცხის აღმოჩენას არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ვადაგასული მოლდოვური წარმოების 200 ათასი ცალი კვერცხი თბილისის მაღაზიათა ქსელებში ნამდვილად აღმოაჩინეს, რომელიც სააგენტოს ინფორმაციით, სავაჭრო ქსელიდან უკვე ამოღებულია.

კვერცხის მწარმოებელი კომპანიების კომენტარებს რადიო ”ფორტუნა” დღის მანძილზე შემოგთავაზებთ. 

 

2014-08-04
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-29
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-29
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-30
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი