ოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
საზოგადოება
2013-01-24

საყოველთაო დაზღვევა იწყება

 

საყოველთაო დაზღვევის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს დაიწყება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა  განაცხადა, დაზღვევის პირველი ეტაპზე მომხმარებელს საშუალება აქვს, მინიმალური სადაზღვევო პაკეტით გათვლისწინებული მომსახურებებით ისარგებლოს. 

დავით სერგეენკოს თქმით, პოლისით გათვალისწინებულია ორი მთავარი ბლოკი - ოჯახის ექიმთან შეუზღუდავი ვიზიტი და გადაუდებელი შემთხვევების მართვა.

გარდა ამისა, 1 ივლისიდან დაზღვევის საბაზისო პაკეტები ამოქმედდება, ანუ არსებულ პაკეტს გეგმიური სერვისი დაემატება, როგორც ამბოლატორიულ, ისე სტაციონალურ დონეზე. ასევე გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალი. დაფინანსდება ორსულობა/მშობიარობის ხარჯები. 

სერგეენკოს განმარტებით, იმ ორსულებს, ვისაც  VIP მომსახურების მიღება სურს, საბაზისო პაკეტის ზევით თანხის გადახდა თავად მოუწევს, თუმცა აქვე მინისტრი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაზღვევა სრულად უზრუნველყოფს იმ ხარჯების დაფარვას, რაც ორსულობის მონიტორინგსა და მშობიარობის უსაფრთხო და კვალიფიციურ მიღებას სჭირდება. 

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზების დაზუსტებაზეც  და მომსახურება ელექტრონული ბაზის მეშვეობით განხორციელდება. ასევე მოგვიანებით გაირკვევა პოლისის დეტალური პირობები, რასაც რადიო ”ფორტუნა” სადაზღვეო ექსპერტის კომენტართან ერთად დღის მანძილზე შემოგთავაზებთ.

 

ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი