ოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
საზოგადოება
2012-10-24

ფრანგული ბულანჟერეა თბილისში

 

 რადიო ”ფორტუნას” ინფორმაციით, თბილისში ფრანგული კაფე-ბულანჟერეა Brioche Doree გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” ფრანგული ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობა ”აი სი არ კორპორეიშენში” განუცხადეს, ბულანჟერეა მომხმარებელს ფრანგული პურის რამდენიმე სახეობას, სენდვიჩებს, კრუასანებს, საკონდიტრო ნაწარმს და საფირმო ყავას სთავაზობს. მენეჯმენტის ცნობით, Brioche Doree დილის 8:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს.

საერთაშორისო კორპორაციაში განმარტავენ, რომ ეს ფრანგული ბრენდის პირველი ობიექტია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდა. მენეჯმენტის ცნობით, მომავალი წლისთვის კომპანია ქსელის გაფართოებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არ კორპორეიშენი” ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან მოქმედებს და ის ტანსაცმლის, ფეხაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს აერთიანებს, მათ შორისაა: ”ეკო”, ”ჯეოქსი”, ”ბატა”, ”ოკაიდი”, ”ჯოვანი გალი”, ”კაშკაში”, ”ალკოტი”, ”პარფოისი”, ბონობი” და სხვა ბრენდები.

 

 

ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი