ოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2012-10-11

ანაბრებზე ყველაზე მაღალ წლიურ სარგებელს სამი კომერციული ბანკი გთავაზობთ

 

ქართულ საბანკო ბაზარზე სესხების შემდეგ, წლიური საპროცენტო განაკვეთის შემცირება დეპოზიტებზეც დაფიქსირდა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს ინფორმაციას,  ლარში დენომინირებულ ანაბრებზე საბაზრო განაკვეთები აგვისტოში საშუალოდ 0,5%-ით შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი- 0,4%-ით.

რადიო ”ფორტუნა” ამ თემაზე საქართველოს ბანკების ასოციაციას დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ ეს საკმაოდ მცირე ცვლილებაა და თითოეული თვის მონაცემი, ასოციაციის ცნობით, საერთო სურათს არ ქმნის. აქვე აღნიშნავენ, რომ აგვისტოში დაფიქსირებული კლება წლიურ მაჩვენებელზე გავლენას ვერ მოახდენს.

რადიო ”ფორტუნა” ადგილობრივ კომერციულ ბანკებსაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათთან ამ ეტაპზე დეპოზიტებზე განაკვეთი არ შემცირებულა, რადგან წლის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებები დეპოზიტებზე მოგვიანებით აისახება.

თუ ანაბრების გახსნას უახლოეს მომავალში გეგმავთ, ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ლარში განთავსებულ ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი-18%- ი ”პრივატბანკშია”, წლიური 17% ”ბანკ კონსტანტაში” დაგერიცხებათ, 16, 5%-იან სარგებელს კი ”ლიბერთი ბანკი” გთავაზობთ.

რაც შეეხება წამყვან ორ ბანკს, ”საქართველოს ბანკსა” და ”თიბისი ბანკს”,  რომელთა ჯამურ საანაბრე პორტფელზე, 19 ბანკის დეპოზიტების 65% მოდის, ლარში დენომინირებული ვადიანი ანაბრის მაქსიმალური სარგებელი 13% და 12%-ით განისაზღვრება.

 

ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი