listen radio liveოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2011-10-10

თურქული ბრენდები საქართველოში მაღაზიათა ქსელს აფართოებენ

რადიო ”ფორტუნას” ინფორმაციით, ტანსაცმელის თურქული ბრენდი ”ქსინტ ჯინსი” თბილისში ქსელის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა. მისი თქმით, ”ქსინტ ჯინსის” ბრენდით ამ დროისთვის საქართველოში სამი მაღაზია მოქმედებს, აქდან ორი-თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქსელი ახალი კოლექციებით დაიტვირთება. მელექი ასევე აცხადებს, რომ თურქული ბრენდის პროდუქცია ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია და, ძირითადად, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი.

რაც შეეხება ქსელს გაფართოებას, მენეჯემტის ცნობით, ორი ახალი ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში თბილისში გაიხსნება, აქედან ერთი სავაჭრო ცენტრ ”აფთაუნ თბილისში” განთავსდება, მეორე კი თბილისის ცენტრალუr უბანში ამოქმედდება.  ”ქსინტ ჯინსი” ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია მოქმედებს.

2014-09-02
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-08-04
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-29
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
2014-07-29
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი