ოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
საზოგადოება
2012-09-25

ოქროსა და ვერცხლის სამკაულები განვადებით

 

რადიო ”ფორტუნას” ინფორმაციით, დღეიდან საიუველირო კომპანია „ზარაფხანამ“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ პროდუქციაზე განვადება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მიხეილ ქურდაძემ აცნობა, ამ მიზნით, “საქართველოს ბანკთან” ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება უკვე გაფორმდა, რომლის თანახმად „ზარაფხანას“ ნებისმიერ საფირმო მაღაზიაში “საქართველოს ბანკის” განვადებით სარგებლობა ყველა მომხარებელს შეუძლია. მისივე ინფორმაციით, ამისთვის მყიდველს არ მოეთხოვება, ხელფასი რომელიმე ბანკში ერიცხებოდეს. ქურდაძე განმარტავს, რომ განვადებით სარგებლობისათვის საკმარისია პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. დეტალურ პირობებს კი მომხმარებელი ადგილზე გაეცნობა.

რადიო ”ფორტუნა” საიუვილერო ბაზრის სხვა მოთამაშეებს დაუკავშირდა. როგორც ”დელფოსის” დირექტორმა ნიკა კირვალიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებზე მომხმარებელი ბანკ ”რესპუბლიკის” ერთწლიანი უპროცენტო განვადებით ისარგებლებს. ამისთვის კი მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ.

საბანკო განვადებას გთავაზობთ ”ფრანკოფონტანაც.” მენეჯმენტის ცნობით, მემორანდუმი ”თი–ბი–სი ბანკთანაა” გაფორმებული. ყველა პირობა კი ინდივიდუალურად განისაზღვრება. 

აღნიშნული კომპანიებისგან განსხვავებით, ”რობერტო ბრავო” მომხმარებელს შიდა განვადებით სარგებლობის საშუალებას აძლევს და ამ შემთხვევაშიც პირობებს ინდივიდუალურად ადგენს. 

საიუვილერო ბაზრის სხვა მოთამაშეები ამ ეტაპზე განვადების მიმართულებით გააქტიურებას არ გეგმავენ.

 

ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი