ოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2012-08-16

"ტოპ გოგოს" ფინალისტები ლონდონში მიდიან

 

ტელეკომპანია რუსთავი-2–ის რეალური შოუ ”ტოპ-გოგოს”  3 ფინალისტი უკვე გამოვლინდა. თაკო თალაკვაძე, ნინო ლომთაძე და სოფო წიქორიძე ლონდონში 24 აგვისტოს გაემგზავრებიან.  26 აგვისტოს კი ცნობილი გახდება, თუ ვინ გახდება რეალური შოუ “ტოპ გოგოს” გამარჯვებული.

”ამჟამად გოგონები საკუთარ სახლებში იმყოფებიან . მათ აქვთ მოსამზადებელი პერიოდი,  ვარჯიშობენ, აქვთ ფოტოსესიები. მომდევნო გადაცემებში მაყურებელი იხილავს, თუ როგორ ცხოვრობენ გოგონები საკუთარ სახლში და როგორ ემზადებიან ლონდონში გასამგზავრებლად”-განაცხადა პროექტის პროდიუსერმა ქეთი მიქანაძემ. მისივე თქმით, ლონდონში “ტოპ-გოგოს” სამი ბრიტანელი ჟიური, სალომე ღვინიაშვილი და აქსანა გამოავლენს. 

”ნამდვილად არ მეგონა ჩემი წონის გამო თუ ფინალში მოვხვდებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ. თუ მოინდომებ ყველაფერს მიაღწევ. ეს პროექტი მხოლოდ ლამაზი გოგონებისთვის არ არის, აქ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ შორის ხასიათს, მონდომებას, დისციპლინას, ლონდონიდან კი ნამდვილად არ ვიცი რა შედეგით ჩამოვალ”-განაცხადა ერთ-ერთმა ფინალისტმა თაკო თალაკვაძემ. 

სალომე ღვინიაშვილის თქმით, ბრიტანელი ჟიური განსაკუთრებულ ყურადღებას გოგონების პორტფოლის მიაქცევს.  სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს და გოგონებისთვის საუკეთესო პორტფელიო მზადდება სადაც ისინი მაქსიმალურად ბუნებრივები და ნატურალუტრები იქნებიან.

”ჩემი ფავორიტი, რა თქმა უნდა, მყავს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ გოგონებს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ. ყველა მათგანი უკვე შედგა, როგორც პროფესიონალი მოდელი . მათ დიდი ეტაპი გაიარეს და ძალიან დიდი პრაქტიკა მიიღეს ამ სფეროში. ჩვენ კი საზოგადოებას დავანახეთ თუ როგორი მძიმე შრომა სჭირდება მოდელს და არ არის ასეთი ადვილი ეს პროფესია როგორი აზრიც არის დამკვიდრებული საზოგადოებაში”-განაცხადა სალომე ღვინიაშვილმა. მისივე თქმით, პროექტი საქართველოში სამოდელო ბიზნესის განვითერებას უწყობს ხელს და სამომავლოდ მაყურებელი ტოპ გოგოს მეორე სეზონის კვლავ იხილავს. 

”ვფიქრობ საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვიდა და საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი სურვილია რომ პროექტი გაგრძელდეს. ეს ჩვენც გვინდა რა თქმა უნდა და ვფიქრობ მაყურებელი ტოპ-გოგოს მეორე სეზონს აუცილებლად იხილავს”-აღნიშნა მან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

არტFM
თათა სადრაძე
წამყვანი: თათა სადრაძე
არტFM
თათა სადრაძე
წამყვანი: თათა სადრაძე
არტFM
ივანა მელაი
წამყვანი: თათა სადრაძე
არტFM
ივანა მელაი
წამყვანი: თათა სადრაძე