ოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2012-07-23

ანდროიდის ტელეფონები განვადებით

 

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელი" გაყიდვების სტიმულირებას ახალი შეთავაზებით გეგმავს. სლოგანით „განაახლე მობილური", „ჯეოსელი" მომხმარებელს Samsung-ის ანდროიდის სმარტფონების განვადებით შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, განვადება სამ მოდელზე: Samsung i9100 Galaxy SII, Samsung S5570 Galaxy Mini, Samsung B5512 Galaxy Y DUOS-ზე ვრცელდება. განვადების ვადა 6 და 12-თვემდე განისაზღვრება. პირველადი შენატანი 300 ლარი მხოლოდ Samsung i9100 Galaxy SII-ის შეძენის შემთხვევაშია საჭირო. ყოველთვიური გადასახადი კი დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ შერჩეული განვადების სქემის თვეების რაოდენობაზე და შეადგენს 24, 27, 49, 51 ან 65 ლარს.

ტელეფონების განვადებით შეძენა შესაძლებელია „ჯეოსელის" ყველა აბონენტისთვის, ასევე სხვა ქსელებიდან პორტირებული  აბონენტებისთვის, იმ შემთხვევაში თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში აბონენტის ნომრიდან გახარჯული ყოველთვიური თანხა აღემატება 20 ლარს.

შეგახსენებთ, რომ  "ჯეოსელის" წმინდა გაყიდვები 2012 წლის მეორე კვარტალში 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ითაა გაზრდილი.  

 

ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: ლელა რევიშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი
ბიზნეს ნიუსი
ბიზნეს ნიუსი
წამყვანი: მაია მამულაშვილი