listen radio liveოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2012-04-27

ანსამბლ ”გორდელას” კონცერტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში დღეს 18.00 საათზე ანსამბლ ”თსუ გორდელას” სოლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე ანსამბლი ხალხისთვის უკვე ცნობილი და საყვარელი კომპოზიციების გარდა, მსმენელს ახალ რეპერტუარსაც შესთავაზებს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა თამაზ მამლაძემ რადიო ’ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, საღამოზე ახალი სიმღერის ”სახსოვარის” პრემიერაც შედგება, რომელიც ანსამბლის წევრმა თამუნა ალადაშვილმა 2011 წლის აგვისტოში ბათუმში მოკლულ 18 წლის ”შავფაროსან” გიორგი ლალიაშვილს მიუძღვნა. როგორც თამაზ მამალაძემ აღნიშნა, ანსამბლი ”გორდელა” 14 ივნისს 5 წლის ხდება. მისივე თქმით, ანსამბლის წევრები იუბილის სოლო კონცერტით აღნიშვნასაც გეგმავენ. გორდელა მრავალი წელია ყველა მნიშვნელოვანი ფესტივალის მუდმივი მონაწილეა. ანსამბლი მონაწილეობას ისეთ პროექტებში იღებს როგორიცაა ”იავნანას” საქველმოქმედო საღამოები, საახალწლო ღონისძიებები და სხვა გალა–კონცერტები.

ანსამბლს სცენაზე პარტნიორობას ხშირად უწევენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები როგორებიც არიან ნუკრი კაპანაძე, დათო არჩვაძე და მრავალი სხვა პროფესიონალი მომღერალი 

2013-07-04
არტ FM
ჯგუფი ელდრაინის საპრეზენტაციო კონცერტი
წამყვანი: თათა სადრაძე
2013-06-21
არტ FM
ფესტივალი ოაზისი
წამყვანი: თათა სადრაძე
2013-06-20
არტ FM
ელდრაინის ახალი ალბომი
წამყვანი: თათა სადრაძე
2013-06-17
არტ FM
სტუმრად ანა ჩანგიანი
წამყვანი: თათა სადრაძე