პრეზიდენტმა ნატახტარში საკონდიტრო ქარხანა “ბარამბო” გახსნა.
მიხეილ სააკაშვილი ტკბილეულის წარმოების პროცესს გაეცნო. ასევე, დაინტერესდა, რამდენი ადამიანია ქარხანაში დასაქმებული და როგორია მათი ხელფასი.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოების გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.
“ეკონომიკურად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. როდესაც იხსნება საწარმო, აუცილებელია გზის გაკეთება, რათა ქარხნამდე ნორმალური გზით მისვლა იყოს შესაძლებელი - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
“ბარამბოს”-ში 50-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება და 160-მდე ადამიანია დასაქმებული.
ქარხნის ხელმძღვანელობის განცხადებით, უახლესი პროდუქცია ქსელში რამდენიმე დღეში გავა, სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტიც.
ქარხანა “ბარამბოში” პროდუქცია გერმანული დანადგარებით იწარმოება, შეეხება ნედლეული კი, ბელგიიდან ჩამოაქვთ.