მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ლიცენზირებას ავტორიზაციის პროცედურა ჩაანაცვლებს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და რეფორმები განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების რექტორებს გააცნო. შეხვედრაზე ლიზენცირების პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრეს. ლიცენზირების ავტორიზაციის პროცედურით ჩანაცვლების კონკრეტულ გეგმას განათლების სამინისტრო უახლოეს ერთ კვირაში წარადგენს. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს, უმაღლეს სასწავლებლებში სპორტული კურსის შემოღების ინიციატივაზეც ისაუბრეს.