ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაცია დასრულდა.
14 კვალიფიციური სუბიექტიდან უარი პროცესში მონაწილეობაზე მხოლოდ "ლეიბორისტებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" თქვეს.
ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით, მილიონ 200 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც 12 პარტიაზე თანაბრად გადანაწილდება.
ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი 5 თებერვლიდან 15 მარტამდე უნდა განხორციელდეს, მონიტორინგის შედეგები კი წერილობით ცესკოს, არა უგვიანეს 31 მარტისა უნდა მიეწოდოს.
სიების გადამოწმებაში მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტები ჩაერთვებიან, პარტიები, რომელსაც წინა არჩევნებზე გარკვეული შედეგი ჰქონდათ და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 1-ელ ივნისამდე ჩატარედება.