F O R T U N A  F M  1 0 6 . 9
 
ENG   GEO
 

ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვრ


1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30



 
სექტემბერი 2010
ვალუტა
6 | სექტემბერი | 2010   
USD 1.8419
EUR 2.3654
RUB 6.0012
ამინდი
 
დღე
ღამე
Tbilisi  14  5
Kutaisi  15  8
Batumi  17  9
სრული სია...
საინფორმაციო სამსახური

ჩვენ იქ ვართ, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენებია -
რადიო "ფორტუნა"-ს საინფორმაციო სამსახური

რადიო "ფორტუნა"-ს საინფორმაციო სამსახური საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ ცხელი ინფორმაციებით ყოველი საათის ბოლოს გადის ეთერში, რომელსაც მთელი საქართველო უსმენს.
საინფორმაციო გამოშვება 3-6 წუთამდე დროის მონაკვეთში მოიცავს აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ თემებს, ასევე ხელოვნებისა და სპორტის სფეროში არსებულ უახლეს ინფორმაციებს.

ჩვენს პირდაპირ ეთერში ცნობილ პოლიტიკოსებს, ასევე ხელოვნებისა და საზოგადო მოღვაწეებს საშუალება აქვთ კომენტარი გააკეთონ აქტუალურ მოვლენებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

საინფორმაციო სამსახურის მთავარი პრინციპია გაავრცელოს გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, რისი გარანტებიც ჩვენი კორესპონდენტები არიან. გამსვლელი ჟურნალისტები საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში, იმ წუთებში მიმდინარე მოვლენების შესახებ მსმენელს სრულ ინფორმაციას აწვდიან (როგორც ვიზუალურს, ისე ინფორმაციულს), რაც რადიკალურად განსხვავებულ ფორმატს ქმნის. პირდაპირი ჩართვები ხორციელდება როგორც საქართველოს ცხელი წერტილებიდან, ისე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სამიტებიდან, კონგრესებიდან, გაეროსა და ეუთოს სხდომებიდან. პირდაპირ ეთერშივე შუქდება ქვეყნის უმაღლესი პირების ვიზიტების დეტალებიც.

ჩვენ ვართ ყველაზე ოპერატიულები, ობიექტურები და სანდონი;

რადიო "ფორტუნა"-ს საინფორმაციო სამსახური მუდამ თქვენს სამსახურშია;

გვისმინეთ ჩვენ, თუ გაქვთ სურვილი იყოთ ყველაზე ინფორმირებული.

 

ელ-ფოსტა: fornews@fortuna.ge


Created by Pro-Service
Copyright © 2005 Fortuna. All rights reserved.